| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, სამინისტრო პედაგოგებს დამატებით განმარტებას სთავაზობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის სწავლის სწავლა?
სწავლის სწავლა - არის სწავლა-სწავლების ხუთიდან ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა: „სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა). სწავლის პროცესში მართებული ხერხებისა და მიდგომების გამოყენება წარმატებული სწავლის განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკრეტული მიზნის მისაღწევად განსახორციელებელ ქმედებათა გააზრებულად, გაცნობიერებულად დაგეგმვა და კოორდინირება ზრდის მოსწავლის ქმედობაუნარიანობას, ეხმარება მას მიზნის ეფექტიანად მიღწევასა და სიძნელეთა გადალახვაში.
აქედან გამომდინარე, მასწავლებელი ვალდებულია დააფიქროს მოსწავლე იმ ხერხებსა თუ მიდგომებზე, რომლებსაც იგი გამოიყენებს მიზნის მისაღწევად და დაეხმაროს მათ შორის, საუკეთესოს აღმოჩენაში".
კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში გრძელდება
და სავალდებულოა, რომ შექმნილი პროდუქტი ყველა მოსწავლემ წარმოადგინოს. ეს მასწავლებელს საშუალებას აძლევს, ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ იმას, რას სწავლობს თითოეული მოსწავლე, არამედ იმასაც, თუ რა ხერხებსა და სტრატეგიებს იყენებს სწავლის პროცესში, - ნათქვამია ოფიციალურ განმარტებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად