სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს ცოდნის სამი კატეგორია და როგორ ხდება სასწავლო პროცესში მისი გააქტიურება? 
13-10-2022
-
+


რას ნიშნავს ცოდნის სამი კატეგორია და როგორ ხდება სასწავლო პროცესში მისი გააქტიურება? - აღნიშნულზე განმარტებას ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფი პასუხობს

ცოდნის სამი კატეგორია - არის სწავლა-სწავლების ხუთიდან ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც განსაზღვრავს ეროვნული სასწავლო გეგმა:"სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

ა) დეკლარატიული ცოდნა სტატიკური  ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

ბ) პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

ე.გ) პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან- თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა? 

სამიზნე ცოდნას (იგივე ქვესაკითხს/საკითხს) გააჩნია სამი ასპექტი: დეკლარატიული (წესები, განმარტებები, ფაქტები), პროცედურული (პროცედურები, რომლებიც ფაქტობრივი ცოდნის დამუშავებაში გვეხმარება) და პირობისეული (კავშირი
ცხოვრებისეულ კონტექსტებთან; პასუხი შეკითხვაზე - სად და როდის გამოვიყენებ ამ ცოდნას). კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი სამივე კატეგორიის ცოდნის აგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება