სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რომელ ქვეყანაში იწყება სასწავლო წელი ყველაზე ადრე?
11-09-2022
-
+


სასწავლო წელი ყველა ქვეყანაში სექტემბერში ან თუნდაც, შემოდგომაზე სულაც არ ახლდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწავლა განსხვავებულ დროს იწყება.

სწორედ ახლაც მსოფლიოს რომელიღაც წერტილში მოსწავლეები უკვე სკოლაში დადიან და გულმოდგინედ სწავლობენ. ძნელია იმის თქმა, თუ სად იწყება სასწავლო წელი ყველაზე ადრე, რადგან ზოგიერთი ქვეყანა სწავლას ზამთარში ანახლებს.

ხოლო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც აკადემიურ წელს გაზაფხულის მერე იწყებენ, პირველი ფილიპინებია.

ფილიპინებში სწავლა, ჩვეულებრივ, ივნისის პირველ ორშაბათს იწყება და მარტის ბოლოს მთავრდება. თუმცა, არის გამონაკლისებიც. მაგალითად, კერძო სკოლებსა და კოლეჯებს შეუძლიათ ამ წესს გადაუხვიონ და სასწავლო წელი აგვისტოში დაიწყონ. ამ ქვეყანაში სასწავლო წელი მინიმუმ 200, მაგრამ არაუმეტეს 220 დღისგან უნდა შედგებოდეს.

რაც შეეხება ფილიპინების განათლების სისტემას, იქ სახელმწიფო და კერძო სკოლები, უნივერსიტეტები, კოლეჯები და პროფესიული სასწავლებლები მოქმედებენ.

საჯარო განათლებას მთავრობა აფინანსებს. 2017–2018 სასწავლო წლისთვის, მოსწავლეების დაახლოებით 83% საჯარო, ხოლო, დაახლოებით, 17% კერძო სკოლებში ან სახლში სწავლობდა.

ფილიპინების განათლების სისტემაში პრობლემების უმეტესობა დაფინანსების ნაკლებობითა გამოწვეული. ესენია მასწავლებელთა დაბალი ხელფასები, საკლასო ოთახებისა და ისეთი საშუალებების სიმცირეა, როგორიცაა ლაბორატორიები. გარდა ამისა, პრობლემაა რეგიონებს შორის საგანმანათლებლო თანასწორობის ნაკლებობა. მთავრობის პოლიტიკა უპირატესობას მანილას მახლობლად მდებარე სკოლებს ანიჭებს.

მრავალი სხვა განვითარებადი ქვეყნის მსგავსად, ფილიპინების განათლების სისტემაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა „ტვინების გადინება“ - ნიჭიერი სტუდენტების, კურსდამთავრებულების და მასწავლებლების სხვა ქვეყნებში წასვლაა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება