სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბავშვები 150-დან 300 ლარამდე თანხას მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში
14-09-2022
-
+

აბაშის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, საკრებულოს დადგენილებით ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე კატეგორიის ოჯახებისთვის, სადაც არის 0-დან 18 წლამდე ბავშვი, განისაზღვრა სოციალური დახმარება.

დოკუმენტის თანახმად, პროგრამით გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლი ბავშვზე ერთჯერადი დახმარების გაწევა 300 ლარის ოდენობით; ასევე, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარჩენალდაკარგული ბავშვები (0-18 წელი) ერთჯერადად, 150 ლარს მიიღებენ.

აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 50-მდე შშმ ბავშვი და მათ ოჯახებზე პროგრამით გათვალისწინებულია ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით; ხოლო მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი არასრულწლოვან ბავშვი, გაიცემა ერთჯერადი დახმარება 100 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.

ოჯახი კი, რომელსაც შეეძინება ახალშობილი, ერთჯერადად პირველ ბავშვზე 100-ს, მეორე ბავშვზე 150-ს, მესამე და ყოველ მომდევნო შვილზე 300 ლარს მიიღებს.

კომენტარები

ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

საზოგადოება