სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ერთი და იმავე სტატუსის მასწავლებლების ხელფასი რამდენიმე ასეული ლარით განსხვავდება - რატომ აქვთ პედაგოგებს განსხვავებული ანაზღურება?
02-10-2022
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით პედაგოგებისთვის 3 სხვადასხვა სტატუსის მინიჭებაა შესაძლებელი: უფროსი, წამყვანი და მენტორი.

მასწავლებლის სტატუსებიდან იერარქიულად ყველაზე დაბალი უფროსი მასწავლებლის სტატუსია, ხოლო ყველაზე მაღალი - მენტორის. სტატუსის მიხედვით განისაზღვრება დანამატიც,.

უფროსი მასწავლებლისათვის სტატუსის დანამატი 670 ლარია, წამყვანი მასწავლებლისთვის - 1050 ლარი; ხოლო მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგს დანამატის სახით 1350 ლარი ერიცხება.

მართალია, მასწავლებლებს სტატუსის მიხედვით ერთნაირი დანამატი აქვთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ერთნაირ ხელფასს იღებენ. პედაგოგის შრომის ანაზღაურება სტატუსის გარდა, მის საათობრივ დატვირთვაზე (რამდენი საათი აქვს კვირაში), სამუშაო გამოცდილებაზე, განათლებასა და სკოლაში დამატებით საქმიანობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თუ მასწავლებელს სადამრიგებლო კლასიც ჰყავს, მას დამრიგებლობის დანამატი - 101,25 ლარიც დაერიცხება.

რამდენი ლარით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთი და იმავე სტატუსის მქონე პედაგოგების ხელფასი?

მაგალითად თუ უფროსი მასწავლებელს 25 საათი აქვს (სრულ განაკვეთზე მეტი), განათლება მაგისტრი, სამუშაო გამოცდილება 10 წელზე მეტი და ამავდროულად, დამრიგებელია, მისი ანაზღაურება ასე გამოითვლება: 670 (სტატუსის დანამატი) + 762,25 (1 საათი კვირაში, მაგისტრის ხარისხის  და 10 წელზე მეტი გამოცდილების მქონე მასწავლებლისთვის 30.49 ლარია. 25*30.49=762.25) + 101.25 (დამრიგებლის დანამატი) = 1533 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩამოჭრის გარეშე). ამ თანხას განაკვეთზე მეტი მუშაობის დანამატიც დაემატება, რადგან კვირაში 18 საათზე მეტის ჩატარების შემთხვევაში პედაგოგები დანამატს იღებენ.

სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე შემდეგი გაანგარიშებით: სრული დატვირთვის თანამდებობრივი სარგო შეფარდებული 18 (სრული დატვირთვის საგაკვეთილო საათი) და გამრავლებული დამატებით საგაკვეთილო საათების ჯამურ ოდენობაზე.

განვიხილოთ სხვა შემთხვევაც, თუ ასევე უფროსის სტატუსის მქონე პედაგოგს კვირაში 18 საათი აქვს, განათლება ბაკალავრის, ხოლო სამუშაო გამოცდილება 5 წელზე ნაკლები, მისი ანაზღაურება ასე გამოითვლება:

670 (სტატუსის დანამატი) + 477.9 (1 სთ კვირაში ბაკალავრის ხარისხის და 5 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილების მქონე პედაგოგისთვის 26.55 ლარია) = 1147.9 (საშემოსავლოს ჩათვლით), თუ პედაგოგი, ამავდროულად, დამრიგებელიც იქნება, მაშინ 1147.9 + 101.25 = 1249.15 ლარი.

მაგალითებიდან ჩანს, რომ ერთი და იმავე სტატუსის მქონე მასწავლებლების ანაზღაურება, შესაძლოა, მნიშვნელოვნად, რამდენიმე ასეული ლარით განსხვავდებოდეს. როგორც აღვნიშნეთ, მასწავლებლის ანაზღაურება მის საათობრივ დატვირთვაზე, სამუშაო გამოცდილებაზე, განათლებაზე, სტატუსსა და დამატებით საქმიანობაზეა (დამრიგებლობა) დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, პედაგოგები, ერთნაირი სტატუსის მიუხედავად, განსხვავებულ ანაზღაურებას იღებენ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება