სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

''ბავშვები ისეთი საყვარლები არიან, შეიძლება მართლა გადამეყლაპონ''
02-11-2016
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალ ''სარკეთან'' მიცემულ ინტერვიუში განათლების სისტემაზე საუბრობს. 

გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს. 

- ბატონო ალექსანდრე, რაც მინისტრად დაინიშნეთ, ''მუღამში'' ხართ, თუ მოწყენილობას გრძნობთ? 

- უკიდურეს ღელვაში ვარ, ''შარში'' გავეხვიე. ქართული განათლების გადაკეთება რთული ამოცანაა და ღელვას იწვევს. ვსწავლობ და ვვითარდები.

- რა გედარდებათ განათლების სისტემაში?

- ყველაზე მეტად მედარდება ბავშვების თავისუფალი აზროვნება. ადრე მასწავლებელი გეუბნებოდა სიმართლეს და შენ ვერ გადაწყვეტდი, შუშანიკი კარგი ქალი იყო თუ ცუდი. ახლა იმდენი ინფორმაცია მოდის, შეიძლება გაგიჟდე. ამიტომ თანამედროვე სკოლა ისეთი უნდა იყოს, ბავშვმა ამ არეულ გარემოში ჰარმონიულად იცხოვროს, თავისი აზრი ჰქონდეს. ჩვენ გვეჩვენება, რომ სკოლაში ცოდნის შეძენაა მთავარი და დაგვავიწყდა, რომ სკოლა, პირველ რიგში, აღმზრდელობითი დაწესებულებაა. ეს სტრატეგიული შეცდომაა.

- რის გაკეთებას გეგმავთ ამ მიმართულებით?

- სულ უნდა ვიარო სკოლებში. მასწავლებლებს ვეუბნები, რაც იცით, რომ ბავშვებისთვის კარგია, ის გააკეთეთ და ყურს ნურავის უგდებთ, ნუ გეშინიათ-მეთქი. მასწავლებელს პირველ რიგში, მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდება.

- ბავშვიყლაპიას ჰგავსო, თქვენზე თქვა შალვა ნათელაშვილმა. გეწყინათ?

- ისეთი საყვარლები არიან ბავშვები, შეიძლება ვინმე გადამეყლაპოს და კიდევაც გამართლდება ნათელაშვილის ნათქვამი. ხუმრობა, მათ შორის ჩემს თავზე, ძალიან პოზიტიური რამაა და სხვა სამსახურებში შენიშვნაც კი მიმიღია, რადგან ისეთ რამეებზე მეცინება, რაზეც, წესით, არ უნდა მეცინებოდეს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ილიას ნაწარმოებებიდან გაჟღერებულმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა მისი ბრძნული შეგონებების მნიშვნელობა“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება