სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, რჩევები

6 გზა, თუ როგორ შეაყვაროთ ბავშვს სწავლა
03-09-2022
-
+


ახალი სასწავლო წელი სულ მალე დაიწყება და კითხვა - როგორ შევაყვაროთ ბავშვს სწავლა მშობლებისთვის კვლავ აქტუალური გახდება. სწავლისადმი სიყვარულის განვითარება სავსებით შესაძლებელია და ამისთვის, რამოდენიმე მარტივი სტრატეგია არსებობს, რომელთა გამოყენებაც მშობლებს თავისუფლად შეგიძლიათ.

ბავშვისთვის მეცადინეობის დაწყებისთვის მნიშვნელოვანია მშობლის თანადგომა და არა სიმკაცრე, რომელსაც სამწუხაროდ საკმაოდ ხშირად მიმართავენ. სიმკაცრე და ჩხუბი ყველაზე ბოლო გზაა, რომელიც ბავშვს სწავლას „შეაყვარებს“. 

მასალაში წარმოგიდგენთ სწორედ იმ რამოდენიმე მარტივ სტრატეგიას, რომელთა გამოყენებაც თქვენ - მშობლებს შეგიძლიათ:

1. გაამხნევეთ შვილები და იყავით მათი მხარდამჭერები

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვი სწავლისადმი ინტერესს კარგავს არის ის, რომ მოსწავლეები სწავლისადმი შფოთვას იწყებენ და ზეწოლას გრძნობენ. მათ ცუდი შეფასებების მიღება, კითხვებზე არასწორი პასუხები და შემდეგ, სახლში მშობლის ჩხუბი იმდენად აფერხებთ, რომ სწავლისადმი სიყვარული წარმოუდგენელი ხდება. სწავლა, როდესაც მხოლოდ შედეგებს შეეხება ის არც საფუძვლიანია და არც რაიმე სარგებლის მომტანი. ბავშვი მხოლოდ იმ ერთი დღის ნიშანზე ორიენტირდება და საფუძვლიან განათლებას აღარ იღებს. მისთვის მთავარია წინა დღის ნასწავლი, როგორმე სკოლამდე მიიტანოს, რომ სახლში დაბრუნებულს დედა ან მამა არ ეჩხუბოს. 

სწავლის პროცესში მშობლების მხარდაჭერა და გამხნევება ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია. მან უნდა გააცნობიეროს, რომ ცუდი ნიშნები მისი მომავალი განათლებისთვის არის ცუდი და არა მშობლის პრესტიჟისთვის. გქონდეთ, გონივრული მოლოდინები თქვენი შვილის სწავლისგან. ნუ მოსთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მის ძალებს აღემატება. ბავშვი, თუ გაანალიზებს, რომ სწავლა მისი მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი და არა ნიშანი, იგი სწავლის პროცესით მეტად ისიამოვნებს და სტრესს თავიდან აიცილებს.

2. გახადეთ სწავლა სახალისო

თუ ამჩნევთ, რომ თქვენი ძალისხმევის მიუხედავად ბავშვი სწავლას გულს მაინც ვერ უდებს მაშინ სხვადასხვა სახალისო ხრიკებს მიმართეთ. მაგალითად, შემოიღეთ სტიკერების სისტემა. ყოველ წარმატებულ მეცადინეობაზე აჩუქეთ განსაკუთრებული სტიკერი, რომელსაც გამოსაჩენ ადგილას გააკრავთ. ასევე, შეგიძლიათ შემოიღოთ სწავლის პროცესში სახალისო აქტივობები თუ ფანტაზია მრავალფეროვანი გაქვთ შეარჩიეთ სასწავლო სიმღერები წაიღიღინეთ და ნახავთ, როგორ იმეცადინებს შვილი იმის იმედით, რომ თქვენს სიმღერას კვლავ გაიგონებს.

3. დაეხმარეთ, ბავშვმა თავისი სწავლის სტილი იპოვოს

ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს საკუთარი სწავლის სწავლის სტილი და მეთოდი აქვს. ნუ მოახვევთ თავს თქვენს მეთოდებს, ეცადეთ ბავშვს საკუთარი სტილის აღმოჩენაში დაეხმაროთ, რათა სწავლის პროცესი სახალისო და საინტერესო გახდეს. ზოგს ვიზუალური მეხსიერება აქვს და შეუძლია ამ გზით სწრაფად აითვისოს ახალი მასალა, ზოგსაც შედეგის მისაღწევად ბევრჯერ წაკითხვა სჭირდება. ასევე, შეგიძლიათ თქვენ სწავლის რამოდენიმე გზა შესთავაზოთ და შვილმა არჩევანი თავად გააკეთოს.

4. დაეხმარეთ ბავშვს ინტერესების აღმოჩენაში

ბუნებრივია, სწავლისადმი სიყვარულის გაღვივებაში ერთ-ერთი გზა ბავშვის ინტერესების და მათთვის საინტერესო თემების აღმოჩენაა. კვლევები აჩვენებს, რომ სწავლა განსაკუთრებით უმჯობესდება, როდესაც ბავშვებს საშუალება ეძლევათ მათთვის საინტერესო თემები შეარჩიონ. თუ ნახავთ, რომ თქვენი შვილი მაგალითად ისტორიას უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ნუ დაუშლით და აიძულებთ, რომ აბსოლუტურად ყველა საგანი ერთნაირ დონეზე იმეცადინოს. ვინ იცის, იქნებ თქვენი შვილი მომავალი დიდი ისტორიკოსი იზრდება?!

5. იყავით „მარადმწვანე მოსწავლე“

აჩვენეთ, რომ ასაკისა და დამღლელი სამუშაოს მიუხედავად თვითგანვითარებასა და თუნდაც ჰობისთვის სწავლას კვლავ აგრძელებთ. ჩაეწერეთ მაგალითად კულინარიულ კურსებზე ანდაც გაიარეთ სხვადასხვა ტრენინგები. იყავით თქვენი შვილისთვის მისაბაძი და აჩვენეთ, რომ სწავლით დაინტერესებული თქვენც ხართ. გახსოვდეთ, რომ პირადი მაგალითი ყველაზე დიდი სტიმულია. 

6. გამართეთ დისკუსიები

ხშირად ისაუბრეთ ბავშვებთან სხვადასხვა სასკოლო საგნებზე, გამართეთ დისკუსიები ეს ბავშვს ინტერესს უფრო მეტად გაუღვივებს და მეტ მოტივაციას მისცემს. დისკუსიები ასევე საჭირო უნარების შეძენაში დაეხმარება და საკუთარი მოსაზრებების სწორ დაცვას ასწავლის. თქვენი შვილი, როდესაც კითხვებს დაგისვამთ ეცადეთ ამომწურავად უპასუხოთ და თუ კითხვაზე პასუხი არ გექნებათ, ნურც ამის შეგეშინდებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი ავტორებს უკან დაუბრუნდათ - მიზეზები და დეტალები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის კარი წელს ერთადერთმა პირველკლასელმა შეაღო

სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება