სიახლეები
სიახლეები

ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნება - ჩაერთვებიან დამხმარე მასწავლებლები
28-08-2022
-
+



საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, თეა ახვლედიანთან ერთად, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის განათლების მიმართულების აქტუალური საკითხები სამუშაო ფორმატში განიხილა. შეხვედრა ავსტრიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერითა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ პარტნიორობით ჩატარდა.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის ორ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებაზე – სახელმწიფო ენის სწავლებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხებზე დეტალურად ისაუბრეს.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, ავსტრიის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრ კერნერმა და „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა.

მიხეილ ჩხენკელმა განათლების ყველა საფეხურზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები პირებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, სამინისტროს მიერ განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამები გააცნო.

მინისტრმა ყურადღება სკოლამდელი განათლების დაწესებულებებსა და სკოლებში ბილინგვური სწავლების დანერგვის მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ 2021 წელს განათლების სისტემაში პირველად, სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ბილინგვური განათლების დანერგვა დაიწყო. მისი თქმით, გრძელდება აქტიური მუშაობა სასწავლო პროცესში ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით – ვითარდება ორენოვანი ადამიანური კაპიტალი, რაც ეროვნული სასწავლო გეგმის ბილინგვური მიდგომით დანერგვის პროცესში ადგილობრივი ორენოვანი და დამხმარე მასწავლებლების ჩართვას გულისხმობს. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს ბილინგვური საგანმანათლებლო რესურსის შექმნის პროცესიც. სამინისტრო ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო რესურსებისა და გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ჩხენკელმა სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაიწყო 800 სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიარდი ლარია. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. პროექტის თანახმად, დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობასა და მათ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს. შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იქნება.

მიხეილ ჩხენკელმა, ასევე ისაუბრა პროფესიული განათლების სისტემის ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე და იმედი გამოთქვა, რომ ამ მიმართულებით მომავალში შესაბამის უწყებებთან ერთად კოორდინირებულად გაგრძელდება მუშაობა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ პირთა მხარდამჭერ პროგრამებზე. მან განსაკუთრებით გამოყო – „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა“, რომელზე ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ერთი გამოცდის (აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ზოგადი უნარების გამოცდის და აფხაზური ან ოსური ენის გამოცდის) შედეგების საფუძველზე. ქართულ ენაში მომზადების პროგრამის დაძლევის შემთხვევაში სტუდენტს სრულად უფინანსდება უმაღლესი განათლების პირველი საფეხური. მიხეილ ჩხენკელის თქმით, მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამის ანალიზი შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვის, პროგრამის მოცულობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი ეროვნული მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს, რადგან, ქართული ენის მკვლევრებთან ერთად, მასში მონაწილეობის შესაძლებლობა აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებულ აფხაზ მეცნიერებსაც ექნებათ. კონკურსი მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს, სამეცნიერო პროექტები შემდეგი მიმართულებით წარმოადგინონ: ქართული ენა, ქართველური ენები, აფხაზური ენა, საქართველოს ენობრივი მრავალფეროვნება და ენობრივი ტექნოლოგიები.

თავის მხრივ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სახელმწიფო მინისტრის მიერ გამართული შეხვედრებისას, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან მიღებული რეკომენდაციები, მოსაზრებები და შეხვედრის მონაწილეებთან ერთად იმსჯელა კონკრეტულ საჭიროებებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და შესაბამისი პროგრამების შემუშავებაზე.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სამუშაო შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მასწავლებლების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

 მინიმალური გამსვლელი საგამოცდო ქულები თითოეულ დონისთვის - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

 მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდნენ თავიანთი ქვეყნის კულინარიულ მემკვიდრეობას

 

 

სპორტულ-გასართობ ღონისძიებას პედაგოგი გრიგოლ სოფრომაძე ხელმძღვანელობდა

მოსწავლეები სხვადასხვა ესტაფეტასა და გუნდურ თამაშებში დიდი მონდომებით ჩაერთნენ

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება