სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში“ - ხობში „ეტალონის“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა
31-03-2018
-
+


ხობის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ხობის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ხობის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

ხობის რესურსცენტრის უფროსი ბეატრისა რუსია:

„ხობში „ეტალონის“ შესარჩევი ტური მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით ჩატარდა. ყველა სკოლაში ობიექტურად და წესების სრული დაცვით ჩაიარა ტესტირებამ. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ ყოველთვის დიდია ბავშვების დაინტერესება.“

საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია შუშანია:

„ეტალონის“ პირველ ტურში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ტესტირება წესების დაცვით ჩავატარეთ. მეორე ტურში გადასული ბავშვები ემზადებიან ღონისძიებაში მონაწილეობისათვის. „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.“

საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ემა კვიკვინია:

„ეტალონის“ ტესტირებაში მოსწავლეთა ჩართულობა მაქსიმალური იყო. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს უმეტესობამ კატეგორია „თამამი“ შემოხაზა. პირველ ტურში მონაწილეთაგან, ბარიერი ნახევარზე მეტმა გადალახა. მეორე ტურში გადასული მოსწავლეები აქტიურად ემზადებიან ღონისძიებისთვის. მივესალმები ამ პროექტს. „ეტალონს“ წლებია ვგულშემატკივრობ. მოხარულები ვიქნებით, თუ ინტელექტ-ჩემპიონატი კვლავ დაბრუნდება სატელევიზიო სივრცეში.“ 

საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი იზოლდა გოგოლაძე:

„ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ყველას მოგვწონს. მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ტურში.  ერთი მოსწავლე გადავიდა შემდეგ ტურში. იგი შარშანაც მონაწილეობდა და რაიონის მასშტაბით ათ საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა. ამის შემდეგ უფრო მეტად დაინტერესებული და მოტივირებულია. ამიტომაც წელს მისგან უფრო მეტ წარმატებას ველოდებით.“

ახალი ხიბულის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი მალხაზ ჩაკვატაძე:

„ჩვენი სკოლა მაღალი აქტივობით ჩაერთო „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. მოსწავლეები წინასწარ ემზადებოდნენ ტესტირებისთვის. მივესალმებით ამ პროექტს, მოხარულები ვართ, რომ სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტურების ასეთი მაღალი აქტივობით ტარდება.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება