სიახლეები
სკოლები

შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ბაინოვს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი გადასცა
26-07-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა მერვეკლასელმა გიორგი ბაინოვმა განსაკუთრებულად ასახელა. მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა და „გურჯაანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დაიმსახურა. 

მან გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის საგზურიც მოიპოვა. 

გიორგი ბაინოვმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ დისტანციურ კონკურსებში გამარჯვებულ 30 საუკეთესო მოსწავლეს შორის იასპარეზა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა. მოსწავლეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა. 

მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

დასაქმებულთათვის 2026 წლის 5-6 იანვარი განისაზღვროს უქმე დღეებად, - საქართველოს მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი ისტორიის საგამოცდო პროგრამაში... - ცვლილებები სრულად

ქართულის საგამოცდო პროგრამა გაიზარდა: „ჰაკი აძბა“, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „გოგჩა“... კიდევ რისი ჩაბარება მოგიწევთ 2026 წლის ეროვნულებზე

2026 წლის ეროვნული გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით გამოქვეყნდა

სკოლის ნიშნები უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და გამოცდები დაწყებით-საბაზო საფეხურებზე - ცნობილია, რა ცვლილებებს ითვალისწინებს 2026 წლის ბიუჯეტი

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

„მინდა, თუნდაც ისევ 15 წლის შემდეგ ქეთის ვხედავდე, როგორც ძლიერ, შემდგარ, ცნობილ, პროფესიონალ პიროვნებას“

I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ ლახამულას სკოლიდან კონკურსში 15 მოსწავლე მონაწილეობდა

 

 

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება