სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები - როდის გამოიყენება განმავითარებელი შეფასების ეს ინსტრუმენტები და რაში ეხმარება ის მასწავლებელს?
25-07-2022
-
+


განმავითარებელი შეფასება მოსწავლეთა ცოდნის გაუმჯობესებისთვის უმნიშვნელოვანესია. უამრავი სტრატეგია თუ ინსტრუმენტი არსებობს, რომლის საშუალებითაც მასწავლებლებს შეუძლიათ დაადგინონ, რა ცოდნა მიიღო თითოეულმა მოსწავლემ გაკვეთილის დასაწყისიდან დასასრულამდე, შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები სწორედ ასეთ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება.

რა მიზნით გამოიყენება შესასვლელი ბილეთები?

შესასვლელი ბილეთების მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეთა წინარე ცოდნის, ასევე ინტერესებისა და ღირებულებების გაგება. მასწავლებელს შეუძლია, მიღებული ინფორმაცია გაკვეთილში ცვლილებების შესატანად გამოიყენოს.

რა მიზნით გამოიყენება გასასვლელი ბილეთები?

გასასვლელი ბილეთების გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია, გაკვეთილის ბოლოს გაიგოს, როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა ახსნილი თემა? რა შეხედულებები ჩამოუყალიბდათ? რას ფიქრობენ სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით? მასწავლებელმა მიღებული ინფორმაცია, მოსწავლეთა საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად უნდა გამოიყენოს.

რა უპირატესობა აქვს შესასვლელ და გასასვლელ ბილეთებს?

შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მასწავლებელი მოსწავლეებისგან მოკლე დროში მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებს.  შესასვლელი ბილეთი ეხმარება მასწავლე­ბელს, გაკვეთილის დაწყების პირველივე წუთებიდან მიმართოს მოსწავლეთა ყურადღება შესასწავლ საკითხზე და შექმნას ეფექტური სასწავლო გარემო. ხოლო გასასვლელი ბილე­თების შევსების მოლოდინი ხელს უწყობს მოსწავლეთა ყურადღების შენარჩუნებას გაკვე­თილის ბოლომდე.

შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების საშუალებით მოსწავლეები თავად იაზრებენ, რა იცოდნენ, რა გაიგეს ახალი, აფასებენ წინარე და ახალ ცოდნას, რაც ააქტიურებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს, იზრდება მოსწავლეთა პასუხისმგებლობა და საკლასო აქტივობებში მონაწილეობის ხარისხი.

როდის და როგორ გამოვიყენოთ შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები?

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს საკლასო ოთახში შესვლისთანავე დაურიგოს შესასვლელი ბილეთები და სთხოვს მათ, უპასუხონ კითხვებს. კითხვები უნდა უკავშირდებოდეს ისეთ საკითხს, რისი განხილვაც მასწავლებელს გაკვეთილზე სურს. ამ გზით მოსწავ­ლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავიდანვე ჩაერთონ გაკვეთილში და შეუდგნენ მუშაობას. პედაგოგს შესასვლელი ბილეთებით შეუძლია ერთმანეთს დაუკავშიროს წინა და მიმდინარე დღის გაკვეთილი, ან შეამოწმოს, რამდენად კარგად გაართვეს თავი მოსწავლეებმა მიცემულ საშინაო დავალებას.

მას­წავლებელმა მიღებული ინფორმაცია გაკვეთილის მიმდინარეობი­სას უნდა გაითვალისწინოს, მოახდინოს დაგეგმილი აქტივობების მოდიფიცირება, შეცვალოს ზოგიერთი აქტივობის ინსტრუქცია ან გადადოს რომელიმე აქ­ტივობა მომდევნო გაკვეთლისთვის. ასევე შესაძლებელია, რომ შესასვლელი ბილეთების გადახედვის შემდეგ მასწავლებელმა გამართოს დისკუსია და მოსწავლეებთან ერთად იმსჯელოს მათ მიერ დასმული შეკითხვების ან გამოთქმული მოსაზრებების შესახებ.

რაც შეეხება გასასვლელი ბილეთებს, მისი გამოყენება გაკვეთილის დასრულებისას ხდება. კითხვები შესაძლოა იყოს შემდეგი: 3 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაკვეთილიდან დამამახსოვრდა...დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო...გაკვეთილზე მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში დამეხმარება ...

შესასვლელი და გასასვლელი ბილეთების გამოყენებამდე საჭიროა აუხსნათ მოსწავლეებს, რას გულისხმობს ეს პროცესი, რამდენი წუთი ექნებათ მათ კითხვებზე პასუხისთვის და რა არის აქტივობის მიზანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ცეკვის მასწავლებელს 11-წლიანი პატიმრობა მოსწავლეების მიმართ გარყვნილი ქმედების გამო შეეფარდა - პროკურატურა დეტალებზე

საათობრივი ანაზღაურება აღარ შეუმცირდება მასწავლებელბს, რომლებსაც  საგნის/საფეხურის კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ

4 მთავარი რეკომენდაცია პრიორიტეტული სიის შედგენისას - მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის 

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება