სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„როცა პედაგოგების განვითარების პერსპექტივა მოსწავლეთა საჭიროებებს ემყარება სასწავლო პროცესი უდავოდ შედეგიანია“- ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორი
20-07-2022
-
+


ყველა მასწავლებელს და სკოლის ხელმძღვანელს უნდა, რომ თავისი მოსწავლეები წარმატებულნი იყვნენ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. ამისთვის კი ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოხრების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს აკეთებდნენ და შედეგიც შესაბამისი იყო.

ნაოხრების საჯარო სკოლის დირექტორს, ვიქტორ მურადიანს ვკითხეთ - რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ წარმატებული მოსწავლეები გაზარდოს? 

მისი თქმით, მოსწავლეთა წარმატებისთვის აუცილებელია, რომ სკოლამ მათ სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობას, მოტივაციის ამაღლებასა და რეალიზებას ხელი შეუწყოს.

„ვფიქრობ, მოსწავლეთა წარმატება მარტო მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგი როდია. იგი საკმაოდ კომპლექსური ხასიათისაა, რაშიც მოვიაზრებთ არამარტო კვალიფიციურ სასწავლო კადრებს დიფერენცირებული სწავლის მეთოდებით, ადაპტირებულ სასკოლო სივრცესა თუ მოსწავლეზე ორიენტირებულ რესურსებს, არამედ იმგვარ სოციალურ ურთიერთობებსაც, სადაც ყველა ახერხებს შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას, სადაც თითოეული ინდივიდი მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და მაქსიმალურად გათვალისწინებულია მისი ინტერესები, როცა პედაგოგების განვითარების პერსპექტივა სწორედაც, რომ მოსწავლეთა საჭიროებებს ემყარება და არამარტო სტატუსის ცვლილებისათვის ზრუნვას, სასწავლო პროცესი უდაოდ შედეგიანია. მოსწავლეთა წარმატებისათვის აუცილებელია სკოლამ ხელი შეუწყოს მათ ჩართულობას, მოტივირებულ რეალიზებას სასწავლო ინტერაქციაში, იზრუნოს და დააფასოს ისინი, როგორც სასწავლო მექანიზმის არსებობის მთავარი ღერძი, რომლის შესუსტებაც სამუშაო პროცესის მოშლას იწვევს. მივაქციოთ მაქსიმალური ყურადღება ჩვენს მოსწავლეებს, დავკავდეთ მათი პროგრესის საქმით - მართალია, დიდ ძალისხმევას მოითხოვს თითოეული პედაგოგისგან, დირექტორისგან, მშობლისგან ... მაგრამ ეს ჩვენი მისია, მოწოდება, რომელიც პირნათლად უნდა შევასრულოთ მომავალი თაობის წინაშე, რაშიც არა მარტო პიროვნული, არამედ ეროვნული მიზნებიც მოიაზრება“,- ამბობს სკოლის დირექტორი ვიქტორ მურადიანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება