| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყველა მასწავლებელს და სკოლის ხელმძღვანელს უნდა, რომ მისი მოსწავლეები წარმატებულნი იყვნენ და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. ამისთვის კი ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა განვითარებისა და შემოქმედებითი უნარების ჩამოსაყალიბებლად ყველაფერს აკეთებენ და შედეგიც შესაბამისი იყო. სწორედ ამიტომ, სკოლის დირექტორის მ/შ ლეილა მერაბიშვილს ვკითხეთ - რა უნდა გააკეთოს სკოლამ იმისთვის, რომ წარმატებული მოსწავლეები გაზარდოს?
მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლას წარმატებული და საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ჰყავდეს.
„სკოლას რომ წარმატებული მოსწავლეები ჰყავდეს, ამისთვის საჭირო წარმატებული პედაგოგების არსებობაა. ისინი ბავშვების განვითარებაზე უნდა ზრუნავდნენ, ყველანაირ შეჯიბრსა და აქტივობაში რთავდნენ. სკოლამ, მშობლებთან ერთად, მოსწავლეთა მოტივაციაზეც უნდა იზრუნოს, რათა ბავშვი ყველამხრივ განვითარდეს. რაც შეეხება ჩემი სკოლის მოსწავლეებს, მონდომებულები არიან, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან. ახლახან, კონკურსში გაიმარჯვა ერთ-ერთმა, გვყავს მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლეც“. პანდემიამ ბავშვები ცოტა უკან დახია, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ, რომ იაქტიურონ“,- ამბობს ლეილა მერაბიშვილი.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ