სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაუვიწყარი და მხიარული არდადეგები“- ერკეთის საჯარო სკოლაში „საზაფხულო სკოლა“ საზეიმოდ დაიხურა
18-07-2022
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მიერ გამართული „საზაფხულო სკოლა“ საზეიმოდ დაიხურა. 

აღნიშნულ პროექტში ეკო-კლუბის წევრებთან ერთად, ერკეთის თემში მცხოვრები ბავშვებიც მონაწილეობდნენ. ისინი სხვადასხვა აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებოდნენ.

„საზაფხულო სკოლა“ მოსწავლეებს საინტერესო შემეცნებით და სპორტულ აქტივობებს ყოველდღიურად სთავაზობდა. 

პროექტის დახურვისას მონაწილეებმა თავიანთი შთაბეჭდილებები, მშობლებისა და თემის მცხოვრებთა მოსაზრებები გააჟღერეს.

მისი ხელმძღვანელები პედაგოგები ციალა ჭიხვარია, ქეთევან დოლიძე და ეთერ გოგაძე იყვნენ. მათ სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა. 

აღსანიშნავია, რომ 23 ივლისს ეკო-კლუბელები ბათუმში, ნიკო კეცხოველის პროექტის ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას, შემდეგ კი შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ეწვევიან.

„დაუვიწყარი და მხიარული არდადეგები ერკეთის საჯარო სკოლაში. მივიწყებული საბავშვო თამაშები, თავსატეხები ბავშვებს მოწყენის დროს არ უტოვებდა. უყურებდნენ კადრებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით გადაღებული ფილმებიდან. 14 ივლისს, მწერლის დაბადების დღეს, მკითხველის თეატრში წარმოადგინეს ეპიზოდები ნაწარმოებიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი". დაუვიწყარია ლაშქრობები სოფელში მდებარე ეკლესიებში და მათ შემოგარენში. დირექტორმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელებს, რომლებმაც თავიანთი შვებულების 10 დღე უანგაროდ დაუთმეს ბავშვებთან მუშაობას. 
მხიარული არდადეგები გრძელდება...“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება