| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
სკოლამ ზოგადი განათლების რეფორმის STEAM ექსპერტების მიერ, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეფციის შესაბამისად მომზადებული STEAM პროექტებიდან „გარე განათების სისტემა“ აარჩია და შეასრულა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში კონფერენცია ჩატარდა. იქ მოსწავლეებმა პროექტის განხორციელებისათვის ჩატარებული სამუშაოების შესახებ პრეზენტაცია და STEAM პროექტის შედეგად მიღებული პროდუქტი „გარე განათების სისტემა“ წარადგინეს.
პროექტის ხელმძღვანელი მათემატიკის უფროსი მასწავლებელი ანა ჭანტურიძე იყო. მასში სხვა მასწავლებლები მათემატიკის უფროსი პედაგოგი ინგა გაბრიჭიძე და ფიზიკის უფროსი მასწავლებელი ირმა თურქაძე ჩაერთნენ.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები იყვნენ: ელა ერგემლიძე (მე-11 კლასი), სალომე ხუჯაძე (მე-11 კლასი) და მალხაზი თურქაძე (მე-11 კლასი).
მოსწავლეები და მასწავლებლები სპეციალური დიპლომებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი
განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ