სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა თქვენს მშობლებს ნიჭიერი შვილების აღზრდისთვის“- ქვედა სიმონეთის N1 სკოლის 6 წარჩინებული მოსწავლე კომპიუტერით დაჯილდოვდა
15-07-2022
-
+


ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლის ექვსი წარჩინებული მოსწავლე საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს: მარიამ კლდიაშვილს, ქრისტინე სამანიშვილს, ნია ნიკოლაძეს, ჯემალ მაჩიტიძეს, ირაკლი გვენეტაძეს და თამარ გეწაძეს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“, ფარგლებში კომპიუტერები გადაეცათ.

აღნიშნული სასიხარულო ინფორმაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნათია აბულაძე ავრცელებს და წარჩინებულ მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს.

„როგორც მოგეხსენებათ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე), გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს.

თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელობით ჩვენი სკოლის ექვს მოსწავლეს გადაეცათ აღნიშნული კომპიუტერები.

ვულოცავთ ყველა მოსწავლეს ამ წარმატებას სკოლა ამაყობს თქვენით. მადლობა თქვენს მშობლებს ნიჭიერი და შრომისმოყვარე შვილების აღზრდისთვის და მადლობა სასკოლო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობისთვის

უღრმესი მადლობა პედაგოგებს ნაყოფიერ პედაგოგიური საქმიანობისთვის.

გილოცავთ თქვენი მოსწავლეების წარმატებას და გისურვებთ მრავალ აღსაზრდელ ნიჭიერ და წარმატებულ თაობას

პატივისცემით,

თქვენი ნათია აბულაძე“, - ვკითხულობთ დირექტორის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება