სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქობულეთის N3 სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით გაჯერებული სასწავლო წელი
14-07-2022
-
+


თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლაში VI კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. წლის განმავლობაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო, შემეცნებითი გარემო იყო შექმნილი.

მეექვსეკლასელებმა წლის განმავლობაში წარმატებით წარადგინეს​ არგუმენტირებული მსჯელობით ბლიც რეფერატები, ლოგიკურ - შემეცნებითი და მხიარული შეჯიბრებები, საკლასო გაზეთების რებუსის და ანიმაციის პრეზენტაცია.

11 ნიჭიერი მეექვსეკლასელი გარემოს დაცვის საერთაშორისო ღონისძიებაზე და აჭარის შემოქმედებით კონკურსზე დიპლომებით დაჯილდოვდნენ. შემოქმედებით კონკურსზე კი მოსწავლეებს, აჭარის განათლების სამინისტროს დიპლომები გადაეცათ.

ასევე, მხატვრული კომპოზიციურობით წარადგინეს საახალწლო ღონისძიება. მარინისტულ - პასტორალურ თემატიკაზე იმუშავეს კომპლექსური დავალებებზე.

აუცილებლად აღსანიშნია, სასკოლო ინტელექტუალურ თამაშებში - „რა? სად? როდის?“ მოპოვებული ცხრა გამარჯვება. ინტელექტუალურ თამაშში მოაზროვნე ათმა მოსწავლემ არგუმენტირებული მსჯელობით წარმატებას მიაღწია.

სასკოლო შემოქმედებით კონკურსში 18 მოსწავლე დაჯილდოვდა. მოსწავლეებმა მხატვრული კომპოზიციურობით დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წარადგინეს.

ყურადღების მიღმა არც დამოუკიდებლობის დღე და ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღე დარჩენიათ.

მხატვრული კომპოზიციურობით მეექვსეკლასელებმა 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გააკეთეს, ხოლო ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ნამუშევრების გამოფენაზე 10 მოსწავლე დიპლომებით დაჯილდოვდა.

წარმატებულმა მოსწავლეებმა მსოფლიოს საერთაშორისო ფერწერის გამოფენაზე და ევროპის საერთაშორისო კონკურსზეც ასახელეს მშობლიური სკოლა. წარდგენილ ნამუშევრებს შორის ჟიურის აღფრთოვანება ექვსი მოსწავლის ნამუშევარმა დაიმსახურა.

მეექვსეკლასელებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება კი ვიდეორგოლით შეაჯამეს. აღსანიშნავია, რომ მეექვსეკლასელთა კლასის ხელმძღვანელი მამუკა სურმანიძე გახლავთ.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება