| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დაბა ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს. სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ დალი ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, სასკოლო საზოგადოება ოქროს საწმისის ქვეყანაში ამოგზაურეს.
სკოლასა და პედაგოგებს კი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით გამოემშვიდობნენ.
„საოცარი შთაბეჭდილებით დაასრულეს ჩვენი სკოლის მეცხრე, მეათე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი. მათ, კიდევ ერთი ულამაზესი ღონისძიება შემოგვთავაზეს. დამრიგებელ დალი ლურსმანაშვილის ორგანიზებით, გაგვიცოცხლეს ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითი არგონავტების შესახებ და გვამოგზაურეს ოქროს საწმისის ქვეყანაში.
ისტორიით, სიმღერითა და ცეკვით დააბრუნეს შორეული წარსულიდან იასონი, მედეა, აიეტი, აფსირტე და თვალწინ გადაგვიშალეს კოლხეთის ირგვლივ არსებული სიმდიდრე და სილამაზე.
მოსწავლეები სკოლას სასწავლო- შემეცნებითი ექსკურსიით დაემშვიდობნენ, მოინახულეს: მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, დადიანების საზაფხულო რეზიდენცია, ზუგდიდის დადიანების სახლ-მუზეუმი და ნოქალაქევი (ციხეგოჯი, არქეოპოლისი)“,- გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ