სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N37 სკოლაში მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა
04-07-2022
-
+


თბილისის N37 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა. სკოლაში 17 ივნისს პოზიტიური გარემო შეიქმნა, გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, სახელწოდებით - „ინოვაციები განათლების მიღმა არცერთ მოსწავლეს არ ტოვებს“.

მომხსენებლებმა: თამარ ჩხაიძემ, მიმოზა აბაშიძემ, ვიქტორია სამსონაძემ, ელენე კოხრეიძემ, ია სეხნიაშვილმა და მაია გორგაძემ პრაქტიკულ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილეს.

„ნაშრომებიდან კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტივობები, მასალები, პროექტები და კომპლექსური დავალებები, მოსწავლეებში ცნებებისა და კოგნიტური სფეროს განვითარებას უწყობს ხელს, სასწავლო პროცესის დროს ყურადღება მახვილდება სწავლის პროცესსა და აზროვნებაზე.

კონფერენციას სტუმრობდა ძველი თბილისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ეკატერინე კვირიკაშვილი, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ ბარისაშვილი, საგნობრივი ექსპერტები: ნათია ბასილია, თათული მგელაძე, მარეხი ჩიკვაიძე.

სკოლის ადმინისტრაციას აქვს მოლოდინი, რომ კონფერენცია მომავალში კიდევ უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და გაიზრდება მასწავლებელთა ჩართულობა. სასიამოვნო იყო, სტუმართა და სასკოლო საზოგადოების უკუკავშირი და შეფასება“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება