სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N24 სკოლას საერთაშორისო კვლევის ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა
04-07-2022
-
+


თბილისის N24 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წელი ტრადიციულად წარმატებით დასრულდა.

სკოლამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან აქტიურად ითანამშრომლა და საერთაშორისო კვლევის ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელი მიიღო.

„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD-ის ორგანიზებით 2000 წლიდან ტარდება და მასში მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. PISA მოსწავლეთა კომპეტენციებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, კითხვასა და მათემატიკაში აფასებს. მისი მიზანია დაადგინოს, რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისათვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ. საგანმანათლებლო სფეროში ყველაზე ფართომასშტაბიან კვლევას ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

წარმატებას ვუსურვებთ სკოლას, მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს, ვინც მონაწილეობდა ამ მნიშვნელოვან კვლევაში და თავისი სიტყვა თქვა საერთაშორისო ასპარეზზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება