სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონმა“ მასწავლა, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება სწრაფად და დაფიქრებით უნდა მიიღოს“- მარტვილის ეტალონი მოსწავლე ცნობილია
04-07-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან. ტესტირება 2022 წელს დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.

30 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ მარტვილის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნიკოლოზ რურუამ მოიპოვა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მარტვილელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. 

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni.ge-სთან მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, „ეტალონი მოსწავლე“, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი მოსწავლეები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები საუბრობენ.

თორნიკე ჯანაშია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია მხარს უჭერს რადგან ახალგაზრდების მომავალი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლეები როდესაც ბრძოლის უნარიანები გახდებიან კონკურსებში ჩაერთონ. „ეტალონში“ წარმატება უკვე ერთგვარი ნაბიჯია მომავალი წინსვლისთვის. ეს მათ დაეხმარებათ, რომ მომავალში სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღონ. სწავლისა და შრომისთვის წამახალისებელია. პროექტში მონაწილეობა მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ კონკურენცია ყველა სფეროში არსებობს მათ შორის, სწავლასა და განათლებაში. „მარტვილის ეტალონ მოსწავლეს“, ნიკოლოზ რურუას ვულოცავ ამ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს ვუსურვებ. სწორედ ასეთ ახალგაზრდებზე დგას ჩვენი მომავალი და დარწმუნებული ვარ „ეტალონში“ ეს წარმატება სამომავლოდ გამოადგება.

მურმან წოწორია, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი:

მოხარული ვარ, რომ ეს ბრწყინვალე პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ჩვენი მერიც, თორნიკე ჯანაშია ჩვენთან ერთად პროექტის გვერდით დგას, რათა მარტვილელი ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთონ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“. რაც შეგვიძლია „ეტალონის“ გვერდით ვდგავართ. „ეტალონში“ მონაწილე მოსწავლეების 99% ვისთან ურთიერთობაც მე მქონია მარტვილსა და მარტვილს გარეთ ყველა წარმატებულია. ამიტომაც, მოსწავლეები პროექტში აქტიურად უნდა ჩაერთონ. ეს ის პროექტია სადაც გონიერება, სისწრაფე, ნიჭიერება და ცოდნაა პირველ ადგილზე. „ეტალონი“ მხოლოდ და მხოლოდ გონიერებასა და ნიჭიერებას ასხივებს.

მაკა გულორდავა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უკვე რამდენიმე წელია რაც აქტიურად ვართ ჩართულები და ჩვენს ტერიტორიაზე მოქმედი სკოლებიც აქტიურად მონაწილეობენ. ყოველთვის მზად არიან მოსწავლეები საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გამოავლინონ. წლევანდელი კონკურსი საინტერესო იყო, რადგან ონლაინ ფორმატის მიუხედავად აქტიურობა ისევ მაღალი იყო და განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ მარტვილელებმა მაღალი ქულები აიღეს. იმედია, ჩვენი გამარჯვებული ფინალში ღირსეულად წარსდგება. არ დავიღლები „ეტალონისთვის“ მადლობის გადახდით, რადგან მიუხედავად შექმნილი პირობებისა ბავშვებზე ზრუნვისა და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის.

ნიკოლოზ რურუა, „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“,  აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლა:

ინტელექტ-ჩემპიონატში „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მიღება ჩემთვის მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა. „ეტალონმა“ მასწავლა, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება სწრაფად და დაფიქრებით უნდა მიიღოს. ჩემს თანატოლებს ყველას ვურჩევ მონაწილეობა მიიღონ, რათა საკუთარი ცოდნა გამოსცადონ.

მამუკა თვალაძე,  აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ნიკოლოზის წარმატება მოულოდნელი არ იყო, რადგან ძალიან ნიჭიერი, მოწესრიგებული და რაც მთავარია, კარგი მოსწავლეა. ყველა საგანს ერთნაირი მონდომებით სწავლობს. ჩვენი მოსწავლის ეს წარმატება იმის მანიშნებელია, რომ პედაგოგიც კარგად მუშაობს და სკოლაში სასწავლო პროცესი წარმატებით, გამართულად მიმდინარეობს. „ეტალონი“ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინტელექტ-ჩემპიონატია, რომელიც ბავშვებში მოტივაციას მუდმივად ზრდის. ყველას აინტერესებს თავისი შრომის შედეგი და ამის დანახვაში პროექტი ნამდვილად ეხმარება. მინდა „ეტალონს“ ამ საქმეში წარმატებები ვუსურვო.

ინგა ბარათელი,  აზა ადამიას სახელობის მარტვილის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი:

უპირველეს ყოვლისა, ნიკოლოზის წარმატება ძალიან მიხარია. „ეტალონი“ უზომოდ მიყვარს და წლებია ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული. ბავშვებს მუდამ მიზნად ვუსახავ პროექტში მიიღონ მონაწილეობა და დამოუკიდებლად გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები. რაც შეეხება ნიკას, მის პროექტში ჩართვას ყოველთვის ველოდი და აი, ჩაერთო და გამახარა. მისი ეს გამარჯვება ნამდვილად დამსახურებულია. ვნახოთ, წინ რა იქნება. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“ ასეთი დაუღალავი შრომისთვის. პროექტი მოსწავლეების განვითარებაზე და განათლებაზე დაუღალავად ზრუნავს.

როინი ბჟალავა, მეორე ადგილის მფლობელი, გაჭედილის საჯარო სკოლა:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ამხელა წარმატებას არ ველოდი და ძალიან გამიხარდა. უზომოდ მომეწონა ეს პროექტი. „ეტალონმა“ გამბედაობა შემმატა და პროექტში ეს წარმატება ჩემთვის დიდი მოტივაციაა. მინდა აღვნიშნო, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით ასევე ცოდნაც უფრო მეტად გავიღრმავე. 

ნინო ხორგუანი, გაჭედილის საჯარო სკოლის დირექტორი:

როინი ძალიან ნიჭიერი მოსწავლეა ყველაფერი აინტერესებს და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობს. იგი პირველი კლასიდანვე წარჩინებული მოსწავლე. ჩვენი სკოლა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს ვმონაწილეობთ და ერთხელაც არ გამოგვიტოვებია. ბავშვები პროექტის საშუალებით გამოცდილებას იღებენ. ვისაც ცხოვრებაში, რაღაც უნდა რომ გააკეთოს, მაშინ „ეტალონში“ უნდა ჩაერთოს, გამოსცადოს საკუთარი თავი რისი შემძლეა, სად აქვს სუსტი მხარეები ან რაშია ძლიერი.

ირა რუხაია, გაჭედილის საჯარო სკოლის პედაგოგი:

როინის ეს წარმატება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან ძალიან კარგი აკადემიური მოსწრების მოსწავლეა. ვფიქრობ, „ეტალონი“ მოსწავლეების ზოგადი განათლებისთვის ძალიან კარგია. მისი საშუალებით ბავშვი ხვდება, რომელი მხარეა მისთვის ძლიერი და რომელი სუსტი. აქედან გამომდინარე, ყველა ბავშვს ვურჩევ პროექტში აქტიურად ჩაერთონ. „ეტალონში“ მონაწილეობა ყველასთვის აუცილებელია. 

თინათინ გაბუნია, მესამე ადგილის მფლობელი, თამაკონის საჯარო სკოლა:

პირველ სამეულში მოხვედრას არ ველოდი. ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ადრეც ვმონაწილეობდი, ათეულში გავსულვარ, მაგრამ სამეულში მოხვედრა სასიხარულო იყო. ეს წარმატება ძალიან გამიხარდა. „ეტალონი“ ძალიან კარგია იმისთვის, რომ შენი ცოდნა განიმტკიცო და ცნობიერება აიმაღლო.

აზა გადელია, თამაკონის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლის ამ წარმატებას ველოდი, რადგან თამაკონის სკოლა ყოველთვის გამორჩეულია და ჩვენი ბავშვები მუდამ მოწინავე რიგებში არიან. თინათინის ეს წარმატებაც არ ყოფილა მოულოდნელი, ვინაიდან სკოლაში გამორჩეული მოსწავლეა. ვფიქრობ, მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად უნდა ჩაერთონ, რადგან ბავშვები თვითდაჯერებულობას შეიძენენ. წარმატებული ბავშვების შედეგებით მასწავლებლები იმ შედეგებს ვიმკით, რასაც მათ ცოდნაში ვდებთ. მოსწავლეების წარმატება დასტურია, რომ სკოლაში სასწავლო პროცესი კარგად მიდის. მადლობა „ეტალონს“ ასეთი პროექტისთვის.

ვერიკო სიხარულიძე, თამაკონის საჯარო სკოლის პედაგოგი: 

თინათინი ძალიან შრომისმოყვარეა, ყველა საგანს ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება და ვფიქრობ, მომავალში კიდევ მეტ წარმატებას მიაღწევს. ჩვენს სკოლას „ეტალონში“ ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს და ისეთი მოსწავლეები გვყავს, რომლებმაც პროექტში კარგი შედეგები დადეს. ეს ის პროექტია, სადაც მოსწავლეთა შრომის შედეგები ვლინდება. პროექტი ბავშვებს სწავლისადმი მეტ ინტერესს და მოტივაციას უზრდის. შარშან იყო შემთხვევა, რომ მეორე ეტაპში გადასული მოსწავლე რაღაც მიზეზით ვერ ჩაერთო ძალიან დასწყდა გული, თუმცა დავამშვიდე, რომ მომავალ წელს შეძლებდა მონაწილეობას. ეს გულისწყვეტა კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს აქვთ ინტერესი და მოტივაცია, რომ მეტი ისწავლონ და იშრომონ.

იხილეთ ასევე:

2022 წლის „მარტვილის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

„მოსწავლეებს თავის წარმოჩენა უნდათ და მოტივირებულები არიან“- მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა

მარტვილელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება