სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეებს თავის წარმოჩენა უნდათ და მოტივირებულები არიან“- მარტვილის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ I ეტაპი დასრულდა
30-06-2022
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატეტალონისმიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან

2022 წლის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

29 ივნისს კონკურსის პირველი ეტაპი მარტვილელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. 

კონკურსის ყველა მონაწილე მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურისა და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით იმართება. 

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 64 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე - „მარტვილის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 30 ივნისს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ მუნიციპალიტეტის სკოლების დირექტორები საუბრობენ.

ოლეგ გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N2 საჯარო სკოლის დირექტორი: 

„ეტალონი“ ჩვენთვის მისასალმებელი პროექტია. ის მოსწავლეების დაინტერესებასა და მოტივირებას იწვევს. პირადად მე, ინტელექტ-ჩემპიონატით კმაყოფილი ვარ, ასეთივე განწყობაა მშობლებსა და პედაგოგებშიც. მოსწავლეები ტესტირებაში აქტიურად მონაწილეობენ, ეს პროექტი მოსწავლეებისთვის უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

მარინა თორდინავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩემი სკოლის მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობენ. ჩვენთვის ეს პროექტი ნამდვილად მისასალმებელია. მიმაჩნია, რომ ზოგადად, ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მათ გამოცდილებას სძენს - აჩვევს ბარიერის გადალახვას, გამოცდებთან დაკავშირებულ სტრესთან გამკლავებას. ამას კი ბავშვის მომავლის ფორმირებაში დიდი წვლილი შეაქვს.

ირმა ადამია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეებისთვის საინტერესო პროექტია. ზოგადად, ტესტირებებში მონაწილეობა მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ეხმარებათ, სტიმულს აძლევს. მოსწავლეები მომავალი წლისთვის მზადებას წინასწარ იწყებენ, რათა ვინც ახლა სასურველ შედეგს ვერ მიიღებს, შემდგომში გამოასწოროს. სხვათა შორის, ჩემი სკოლიდან ბავშვები „ეტალონში“ ყოველწლიურად ერთვებიან და შემდგომ ეტაპზეც გადადიან.

რამაზ ინჯგია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლიდან „ეტალონში“ 9 მოსწავლე ჩაერთო, მათგან 5 მეორე ეტაპზე გადავიდა. ძალიან საინტერესო კითხვები იყო, ბავშვები კმაყოფილები არიან. ზოგადად, ისინი კონკურსში მონაწილეობის მიღებით ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. რაც შეეხება ტესტირების პროცესს, ორგანიზებულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა.

გიორგი ანჯაფარიძე, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კიწიის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ მიმართ მოსწავლეები პოზიტიურად არიან განწყობილი. მათი ჩართულობა და მოტივაცია მაღალია. ამ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობით მოსწავლეებს შეუძლიათ, რომ თავიანთი თავი წარმოაჩინონ. ის კონკურენტული გარემო, რაც კონკურსის მიმდინარეობისასაა, მოსწავლეებზე დადებითად აისახება. ტესტირებამ ორგანიზებულად ჩაიარა, შეფერხებების გარეშე. ზოგადად, ჩემი სკოლიდან მაღალი ჩართულობაა. მოსწავლეებს თავის წარმოჩენა უნდათ და მოტივირებულები არიან.


ასევე იხილეთ:

მარტვილის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილე მოსწავლეთა სია - ეტალონი

მარტვილელი მოსწავლეების საყურადღებოდ - „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მობილობის მსურველი სტუდენტების საყურადღებოდ - ცნობარი და რეგისტრაციის ვადები ცნობილია

მასწავლებელთა ბოლო საგამოცდო შედეგები გამოქვეყნდა - ისტ-ისა და 6 ენაში ტესტირების ქულები ცნობილია

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მასწავლებლის საგნის კომპეტენცია წარმატებით დაადასტურა ჯგალის თემის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა  

ბანძის საჯარო სკოლა ლიკა ჯახუას ეროვნულ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ღვითორის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულთა 50 წლის იუბილე აღინიშნა
გიორგი გაფრინდაშვილის ორმაგი წარმატება - გამარჯვებები, რომლითაც ჭიათურის N2 საჯარო სკოლა ამაყობს
„წარმატება მხოლოდ მაღალი ქულები არ არის, წინ კიდევ ბევრი გამოცდა, შრომა და წარმატება გელოდებათ“ - ჭალადიდის საჯარო სკოლის პედაგოგი აბიტურიენტებს
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება