სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მულტიკულტურულ ფესტივალზე კახური კულტურა და ტრადიციები წარადგინეს
01-07-2022
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგები მთელი წლის მანძილზე მოსწავლეებს მრავალფეროვან სკოლის შიდა თუ გარე ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭის, ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობდნენ. 

მათ შორის მოსწავლეები მულტიკულტურულ ფესტივალში მონაწილეობდნენ. 

მულტიკულტურული ფესტივალი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო სკოლების ჩართულობით,  ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღესთან დაკავშირებით, მომავლის პარკში გამართა.

სამტრედიის N4 საჯარო სკოლაც აქტიურად ჩაერთო ფესტივალში. სკოლას წილად ხვდა წარმოეჩინათ კახეთის კუთხე, მისი კულტურა თუ ის ღირებულებები, რითიც თავს იწონებს არა მხოლოდ კახელი, არამედ ქართველი კაციც. სრულებით არ აღმოჩნდა რთული იმერელი ბავშვებისათვის გაეთავისებინათ კახეთის კუთხის ის ტრადიციები, რომელიც გამოარჩევს სხვა კუთხეებისაგან.

მონაწილეობდნენ ნორჩი მხატვრები, რომლებმაც ნახატებში გადმოსცეს კახეთის ღირშესანიშნაობები. მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად შეასრულეს სიმღერები, კახური შაირობა და ცეკვები კახური მოტივებიდან. უემოციოდ ვერ მოუსმენდი მოსწავლეების მიერ წაკითხულ ლექსებსა და ამაყად წარმოთქმულ სიტყვებს, რომელიც პატარა კახის ღვაწლზე გვიამბობდა, გვიყვებოდა იმ დიდებულ წარსულზე, რითიც ვამაყოფთ თითოეული ქართველი.

ღონისძიებაში მონაწილეობდა უწყინარი ცხოველი „ლურჯა“, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მის გარშემო შეკრებილ ბავშვებსა თუ დიდებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება