| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სააღმზრდელო პროცესი ქობულეთის ბაღებში 20 ივლისის ნაცვლად 1 ივლისს შეჩერდება. მერიის გადაწყვეტილება მშობლების პროტესტის მიზეზი გახდა. როგორც ისინი აღნიშნავენ, გასულ წლებში ბაღებში საზაფხულო არდადეგები ივლისის მესამე კვირაში იწყებოდა და გამონაკლისი ამ მხრივ მხოლოდ პანდემიის ორი წელი იყო. მშობლები ითხოვენ, მერიამ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში მათ სამსახურებში პრობლემები ექმნებათ.
როგორც აჭარის საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, მშობლებისთვის მიუღებელი და გაუგებარია მიზეზები, რომლებიც მათ ბაღების ადმინისტრაციამ დაუსახელა.
ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ია ხალვაშის თქმით, პოზიცია ქობულეთის მერთან შეაჯერა. რაც შეეხება მშობლების პრეტენზიას, აცხადებს, რომ მათ სურვილებს ვერ მოერგებიან. რაც შეეხება მიზეზებს თუ რატომ იწყება 20 დღით ადრე საზაფხულო არდადეგები, მიზეზად ჩუტყვავილის ინფექციის გავრცელებას ასახელებს.
გადავამოწმეთ ინფორმაცია მაღალმთიან აჭარაში, სადაც დაგვიდასტურეს, რომ საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ივლისის მეორე ნახევარში შეწყდება, მაღალი გამოცხადების შემთხვევაში კი პროცესს გააგრძელებენ.
ასევე კიდევ რამდენიმე კვირა იმუშავებენ ბაღები ბათუმშიც. აჭარის მედიის ინფორმაციით, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აღნიშნავენ, აჭარაში ჩუტყვავილას მხრივ ეპიდვითარება მშვიდია და, რომ მხოლოდ სეზონისთვის დამახასიათებელი შემთხვევები დაფიქსირდა.
იხილეთ: საზაფხულო ბაღები თბილისში არა, სამაგიეროდ ქუთაისსა და თელავში იქნება
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას