სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში სოცმუშაკების საქმიანობა შეისწავლეს - შეხვედრას რესურსცენტრების ხელმძღვანელები და დირექტორები დაესწრნენ
24-07-2022
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილი კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების საჯარო სკოლებში სოციალური მუშაკების საქმიანობის შედეგებს გაეცნო.

შემაჯამებელ შეხვედრაზე 2021-2022 სასწავლო წელს სოციალური მუშაკების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგები შეაჯამეს და მომდევნო სასწავლო წლის სამუშაო გეგმა დასახეს. შეხვედრას რესურსცენტრების ხელმძღვანელები და სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ.

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი, სოციალური მუშაობის კომპონენტით, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ახალციხის, თელავისა და გურჯაანის უკვე რამდენიმე საჯარო  სკოლაშია წარმოდგენილი. ამ სკოლებში, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა მრავალფეროვანი ღონისძიებები, მათ შორის:

ჩატარდა გაცნობითი შეხვედრები სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან სოციალური მუშაკის როლისა და ფუნქციების შესახებ;

ფოკუსჯგუფების მეშვეობით, რომელშიც მოსწავლეები, მშობლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შედიოდნენ, გამოიკვეთა სკოლის საჭიროებები;

გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა კლასების მოსწავლეებთან ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების, ემპათიის, კომუნიკაციის, ასერტული ქცევის, ბრაზის მართვის, წესებისა და ფასეულობების მნიშვნელობის, ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ;

ჩატარდა ჯგუფური საკლასო და სპორტული აქტივობები მეგობრული გარემოს ფორმირების მიზნით;

გაიმართა შეხვედრები მშობლებთან აღზრდის სტილისა და პოზიტიური მშობლობის, მოზარდობის ასაკის, დასჯა-წახალისების მეთოდების, მოსწავლეებში ეკრანდამოკიდებულების და ნივთიერებათა ავადმოხმარების, ასევე, გაცდენების პრევენციის საკითხებზე;

ჩატარდა ტრენინგები და შეხვედრები პედაგოგებთან ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის, სწორი კომუნიკაციის, დესტრუქციული ქცევის ამოცნობის, ბულინგის პრევენციის, სსსმ და შშმ მოსწავლეებთან მუშაობის და სხვა საკითხების შესახებ. მასწავლებლები ასევე გაეცნენ LSCI - კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში მეთოდს, კრიზისული სიტუაციების მართვის პროტოკოლს და აღდგენით ურთიერთობებს.

მოწყვლადობის ინსტრუმენტით გამოვლენილ მოსწავლეებთან, სარისკო ქცევის პრევენციის მიზნით, ასევე, ცალკეული საჭიროებიდან გამომდინარე, განხორციელდა ჯგუფური და ინდივიდუალური კონსულტაციები;

სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა საერთაშორისო დღეები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისა და დირექტორების საყურადღებოდ - ანონიმური კითხვარები 10 ივლისის ჩათვლით უნდა შეავსოთ

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეცხრედ ჩატარდება

როგგორ და სად უნდა მიიღოთ პირველკლასელთა რეგისტრაციის უნიკალური კოდი - ინსტრუქცია

 2026 წელს emis-ის უფროსს მოადგილეების რაოდენობა 2-ჯერ გაუზარდეს

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა 5 კვირის განმავლობაში შეისწავლეს სვანური კოშკების ისტორია და არქიტექტურა

გამარჯვებული კლასის მოსწავლეები დიპლომებით დაჯილდოვდნენ

 

 

სასწავლო წლის მიწურულს თეატრალურმა კლუბმა ნოდარ დუმბაძის უკვდავი სამყარო გააცოცხლა

მოსწავლეებმა თანაკლასელებთან ერთად დრო სასარგებლოდ და ხალისიანად გაატარეს

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება