| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილება შევიდა, სადაც გაწერილია სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობა.
დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფა და ყველა სხვა ღონისძიების გატარება.
2022 წლიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იქნება სკოლამდელი აღზრდის 29 დაწესებულება, სადაც სააღმზრდელო პროცესს გაივლის 2200-ზე მეტი ბავშვი. ბაღებში ჯამში დასაქმებულია 690 აღმზრდელი და ადმინისტრაციული პერსონალი.
„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვთა კვების ორგანიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის N487 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კერძოდ, ყოველდღიურად კვების რეჟიმი შედგება 3 ძირითადი კვებისა და წახემსებისგან საუზმესა და სადილს შორის (საუზმე, ლანჩი, სადილი, სამხარი).
„საბავშვო ბაღებში განახლებულია კვების რაციონი, 10-დღიან პერსპექტიულ მენიუზე დაყრდნობით ბავშვებს მიეწოდებათ მრავალფეროვანი და ბალანსირებული საკვები. კვების ყველა ის პროდუქტი, რომლითაც მარაგდება საბავშვო ბაგა-ბაღები, აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - ნათქვამია ბრძანებაში.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად