სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაცია მემატება, როცა ჩემი მოსწავლეების წარმატება მესმის“ - ნანა ალექსანდრია, ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ დირექტორი
24-06-2022
-
+


საზაფხულო არდადეგების დაწყებასთან ერთად, საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2021-2022 სასწავლო წელი საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორებისთვის, რა სჭირდება განათლების სისტემას და რას ურჩევენ არდადეგებზე მოსწავლეთა მშობლებს. 

ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე კომპეტენტურ პასუხებს ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიას“ დირექტორ, ნანა ალექსანდრიასთან ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.

- სკოლა ჩემთვის...

- ოჯახია, სადაც თითოეულის: მოსწავლის, მშობლისა თუ მასწავლებლის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. სახლი,  სადაც ურთიერთობები ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული. სწავლა-სწავლების პროცესი შეუქცევადია.

- მოტივაცია მემატება, როცა. . .

- მესმის ჩემი მოსწავლეების წინსვლა და წარმატება!

- მოსწავლეებთან გამომშვიდობება ყოველთვის...

- სასიხარულო და სევდიანია. სასიხარულოა, ვინაიდან მათ თვალებში ბედნიერებას ვხედავ. სევდის მომგვრელია რადგან ვიცი, რომ მომენატრებიან!

- განათლების სისტემას სჭირდება. . .

- კვალიფიციური, ეროვნულად მოაზროვნე კადრები და ქართულ რეალობასა და ბავშვზე მორგებული რეფორმები!  

- სასწავლო წელი გამორჩეული იყო...

- 2021-2022 სასწავლო წელი ნამდვილად გამორჩეული იყო. 2022 წელი, რომელიც კაცობრიობას ემახსოვრება, როგორც 21-ე საუკუნის ყველაზე ვერაგი ვირუსის დამარცხების წელი და პანდემიის დასასრული. 2021-2022 სასწავლო წელი გამორჩეული იყო, როგორც პანდემიიდან გამომდინარე ახალი გამოწვევების წარმატებულად დაძლევის წელი.

- არდადეგებზე მშობლებს ვურჩევ. . .

- აქტიურ დასვენებასთან ერთად იზრუნონ ბავშვების წიგნიერების ამაღლებაზე!

- სასწავლო წლის დასასრულს. . .

- მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო ჩვენს მომავალ თაობას და კიდევ ერთხელ ვუთხრა: „ჩემო ძვირფასო ბავშვებო, სულ გახსოვდეთ, რომ სწავლა - სინათლეა და ამავდროულად თავისუფლებაც! ისე არაფერი ათავისუფლებს ადამიანს, როგორც ცოდნა!“

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რომელი საგნის მასწავლებლების შერჩევა დაიწყო - განაცხადები 19 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

სკოლებში კონფლიქტების, ბულინგისა და დისციპლინური გამოწვევების პრევენციისთვის ახალი პროგრამა ინერგება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება