სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ერთობლივი პროექტის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
23-06-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU)  ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების ერთობლივი სასწავლო კურსი. ღონისძიების ფარგლებში პროექტის მონაწილე 20-მდე უფროსკლასელს გადაეცა სერტიფიკატი. მათ ასევე ჩაუტარდათ კამპუსის ტური, ახალგაზრდები გაეცნენ KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის თანამშრომლობა 2021 წელს დაიწყო. იგი მიზნად ისახავს რეგიონის მოსწავლეებისთვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი რვა თვის მანძილზე ახორციელებდნენ ერთობლივ სასწავლო პროგრამას მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით. სწავლების პროცესს უძღვებოდნენ KIU-ს პროფესორები გიორგი ონიანი და ია მოსაშვილი.  

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მაგდა მაღრაძის თქმით, KIU-მ და ჭიათურის მულტიფუნქციურმა ცენტრმა რეგიონის აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს შესთავაზეს სპეციალური მოსამზადებელი კურსი საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და მათემატიკაში, რათა ახალგაზრდები სათანადოდ მომზადებულიყვნენ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად.

„ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა და თანამშრომლობა, რომელიც წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის დაიწყო. პროექტის მიზანი გახლავთ, რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს მივცეთ საშუალება მოემზადონ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. ამით ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის“, - აღნიშნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ. 

„დღეს ჩვენ პარტნიორებთან ერთად დავაჯილდოვეთ პროგრამის კურსდამთავრებულები. დაახლოებით ერთი წლის წინ ჭიათურაში შევქმენით უნიკალური პროექტი, საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აძლევს ადგილობრივ ახალგაზრდებს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებას, იმისათვის, რომ შემდგომში მათ ჰქონდეთ წარმატებული მომავალი, კარიერა. ვულოცავ კურსდამთავრებულებს, ჩვენი კომპანია გააგრძელებს პროექტის მხარდაჭერას, ინვესტირებას სოციალურ-კორპორატიული პოლიტიკის ფარგლებში“, - განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციულმა დირექტორმა თეიმურაზ ხონელიამ.  

მათემატიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროგრამაში ჩართვა შეეძლოთ  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შესარჩევი კონკურსი. პროგრამას აფინანსებს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება