სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მომავალი ჩვენია“ -აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელთა ლამაზი ღონისძიება
23-06-2022
-
+


აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და ახალ საფეხურზე გადასვლა საზეიმოდ აღნიშნეს.

სკოლაში 13 ივნისს მეოთხეკლასელებისადმი მიძღვნილი ღონისძიება თემაზე - „მომავალი ჩვენია“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა ლამაზი ნომრებით დატვირთული საღამო მოაწყეს და მაყურებლის წინაშე ლექსებით, სიმღერებით და სცენარებით წარსდგნენ.

ემოციური იყო კლასის დამრიგებლის, დალი ჯინჯოლიას ბავშვების მიმართ წარმოთქმული სიტყვები:

„მსოფლიოში მართლაც, რომ საუკეთესოები მყავხართ. არაჩვეულებრივად ნიჭიერი და ძალიან კარგები, წარმატებებს გისურვებთ შემდეგ საფეხურებზე, ყველანი ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ თითოეული თქვენთაგანით“.

ღონისძიების განმავლობაში სიხარულის ცრემლები უხვად იყო.

ნიჭიერმა ბავშვებმა შეასრულეს სხვადასხვა ინსცენირება, წარმოთქვეს ლექსები. ღონისძიება დატვირთული იყო მუსიკალური კომპოზიციის შესრულებით.

„მართლაც, ლამაზი და შთამბეჭდავი იყო ეს დღე. ამაღლებული განწყობა და სიამაყე დაგვტრიალებდა თავს. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული მონაწილე დიდი ყურადღებით მოეკიდა დაკისრებულ დავალებას. ისინი დახვეწილად მეტყველებდნენ, გამოავლინეს არტისტული ნიჭი და დიდი სიამოვნება მიანიჭეს მაყურებელს.

სკოლის დირექცია დიდ მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელს ქალბატონ დალი ჯინჯოლიას, ღონისძიების მუსიკალურ გამფორმებელ, მშობელ ლერი ესართიას; ასევე ღონისძიების ორგანიზატორ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელ ვენერა (ნანი) ესართიას, მშობელ შორენა ბერიშვილს. მადლობა თითოეულ მონაწილე მოსწავლეს და მშობლებს“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება