| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს არაერთი საგანმანათლებლო, შემეცნებით, გასართობ თუ საზეიმო ღონისძიებას სთავაზობდნენ და მათი ცოდნის, ნიჭისა და შესაძლებლობების წახალისება-წარმოჩენას ცდილობდნენ.
მათ შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, მეოთხეკლასელთა გამოსაშვები ღონისძიება. მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს, ნინო მიქაძეს, ყველაზე ემოციური და ამაღელვებელი ღონისძიებით - „ოთხი წელიც გაფრენილა“ დაემშვიდობნენ. ასევე, გულთბილი მადლობა გადაუხადეს მას გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის.
„მოსწავლეები გაცისკროვნებული და, ამავე დროს, ცრემლიანი თვალებით შემოეხვივნენ თავიანთ პირველ მასწავლებელს, და ფიცი დადეს, რომ გაუმართლებენ იმედებს, რომ იქნებიან დედასაქართველოს ღირსეული შვილები... ღონისძიების ბოლოს თავიანთი სურვილები ცაში ფერადი ბუშტებსა და ფრანებს გაატანეს. დაე, ასრულებოდეთ პატარებს ყველა სურვილი და ოცნება!“ - გვიყვებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება