| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, როგორც საგანმანათლებლო და შემეცნებით ისე გასართობ ღონისძიებებს სთავაზობდნენ და მათი ნიჭისა და ცოდნის წარმოჩენასა და წახალისებას ცდილობდნენ.
მათ, შორის აუცილებლად აღსანიშნავია, ღონისძიება სახელწოდებით - „აი, ჩვენი დედაენა“, რომელშიც მეორე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პატარებმა სხვადასხვა მოთხრობების მიხედვით ინსცენირებები დადგეს, სპექტაკლები საინტერესოდ გაითამაშეს. ასევე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შეასრულეს. მეორეკლასელებმა ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და მაყურებელი წარმოდგენით მოხიბლეს. ღონისძიება კლასის დამრიგებლის, ირმა საჯაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა.
პატარებმა ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს სხვადასხვა მოთხობების მიხედვით ინსცენირებები, ლამაზად წაკითხული ლექსებითა და სიმღერებით გაგვახარეს მაყურებლები. ირმა მასწავლებელმა კი ასე მიმართა მოსწავლეებს: ,,რომ კარგი ადამიანები გავხდეთ, ამისთვის აუცილებელია ცოდნა და განათლება, რომელიც ჩვენ, მომავალშიც წინ გველოდება და მჯერა რომ მივაღწევთ ამას ერთად“,- გვიყვებიან სკოლაში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის კლასის ხელმძღვანელს ირმა საჯაიას, გაწეული მუშაობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ