სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„პრობლემები მსოფლიოს გარშემო“​ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი
21-06-2022
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. წლის მანძილზე პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, ღონისძიებებსა თუ პროექტებს სთავაზობდნენ, მოსწავლეებიც ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი სასწავლო პროცესში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობდნენ. 

აუცილებლად აღსანიშნავია, X კლასში, ინგლისურ ენაში განხორციელებული პროექტი თემაზე - „პრობლემები მსოფლიოს გარშემო“.

პროექტი მოსწავლეებს ინგლისური ენის მასწავლებელმა თამილა დუმბაძემ შესთავაზა.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი სადაც გამოკვეთილი იყო ის ძირითადი პრობლემები, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია. თითოეულმა მოსწავლემ ისაუბრა არსებულ პრობლემებზე, როგორიცაა: დანაშაული, უსახლკარობა, შიმშილი, გარემოს დაბინძურება, უსაქმურობა, ძალადობა, სიღარიბე და ომი. გამოთქვეს მოსაზრებები და გაუზიარეს თანაკლასელებს, იმსჯელეს თუ რა იწვევს მსგავს პრობლემებს.

მოსწავლეებმა მკაფიოდ და ნათლად გამოკვეთეს თითოეული საკითხი, ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე და შეაჯამეს მიმდინარე პროექტი.

პრეზენტატორები იყვნენ:

1. ანა ყურშუბაძე;
2. საბა ცეცხლაძე;
3. ანრი კონცელიძე;
4. ნინი ცეცხლაძე;
5. ქრისტინა შამილიშვილი;
6. თათია კირვალიძე;
7. ლანა მოფინაძე​​.

„ვფიქრობ, ასეთი ტიპის პროექტები მოსწავლეს უვითარებს პრეზენტაციის, მეტყველების, კრიტიკული აზროვნების უნარს, რაც ხელს შეუწყობს ენის უკეთ გაგებასა და განვითარებას“,- აღნიშნავს მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი თამილა დუმბაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
„გისურვებთ, სასწავლო წელი როგორც მოსწავლეებისათვის, ისე მასწავლებლებისათვის ყოფილიყოს წარმატებული“
 
 

მოსწავლე სიგელით სკოლამ დააჯილდოვა და ამ გზით აღნიშნა მოსწავლის აკადემიური წარმატება

 

 

პედაგოგმა საერთაშორისო აუდიტორიას, თბილისის N141 საჯარო სკოლის, სასკოლო საზოგადოების მიერ განხორციელებული პროექტი წარუდგინა
 
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება