სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში „ედელვაისობა - 2022“ გაიმართა
16-06-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება შთამბეჭდავი და ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლაში, დირექტორის, ფაქიზო ფანჩულიძის იდეითა და უდიდესი ძალისხმებით შემაჯამებელი ღონისძიება - „ედელვაისობა - 2022“ ჩატარდა.

„წელს მერვე „ედელვაისობა“ შედგა. მერვეჯერ ავედით მთის მწვერვალზე ედელვაისის დასაკრეფად, რომელიც ვირტუალურად უკვე ჩვენს ხელთაა.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდა თაობები პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, იყო საოცარი სიმღერები და ცეცხლოვანი ცეკვები. ღონისძიებაზევე შეჯამდა ორი სასკოლო პროექტი - „ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“ და „ახალი შესაძლებლობა ყველასათვის“.

ღონისძიებას ესწრებოდა წყალტუბოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ბატონი მამუკა ჩხეტიანი, წყალტუბოს საკრებულოს თავჯდომარის მოადგილე ბატონი სერგო კირკიტაძე, „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის მიმართულებით ექსპერტი ბატონი თამაზ ცხადაძე, საკრებულოს ფინანსური განყოფილების უფროსი ბატონი არჩილ ღიბრაძე.

სტუმრებმა მაღალი შეფასება მისცეს ღონისძიებას. „ედელვაისობის“ ღონისძიება შეაფასა ქალბატონმა, ფაქიზო ფანჩულიძემ, დააჯილდოვა სკოლის ცხოვრებაში გამორჩეული კლასები, პედაგოგები და თანამშრომლები. დაწყებითი საფეხურიდან დასახელდა - მე-2ბ კლასი (დამრიგებელი აზა ნაფეტვარიძე) და მე-6ა კლასი (დამრიგებელი თეა ბობოხიძე), საბაზო საფეხურიდან მე-8ბ კლასი (დამრიგებელი ლელა მანდარია), საშუალო საფეხურიდან კი მე-11ბ კლასი (ნატო ჯოხაძე). მან ისურვა მომდევნო სასწავლო წელი უფრო წარმატებით დაასრულონ, ედელვაისის დასაკრეფად მიწვდნენ დედამიწის ყველაზე მღალ მწვერვალ - ევერესტს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება