სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N60 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკები“ საინტერესო პროექტი განახორციელეს
16-06-2022
-
+


თბილისის N60 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები სკოლის პროექტში - „იცოდე და დაიცავი უფლებები ჩემი, შენი და მისი“ აქტიურად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა ბიოლოგიისა და სამოქალაქო განათლების საგნებში თემაზე - „ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული რისკები“ ერთობლივი პროექტი განახორციელეს.

მოსწავლეებმა: სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებზე, ბავშვთა უფლების კონვენციაზე, ნაადრევ ქორწინებასა და მის შედეგებზე, ოჯახურ ძალადობაზე, ნაყოფის განვითარებისას მშობლის ცხოვრების წესის გავლენასა და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე პრეზენტაციები წარადგინეს.

მიღწეული იქნა პროექტის მიზანი - მოსწავლეებმა შეძლეს დაედგინათ შესაბამისობა ნაადრევ ორსულობასა და მშობიარობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რისკებსა და მათ გამომწვევ, შესაძლო მიზეზებს შორის. უპასუხეს კითხვებს- რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ბავშვის განვითარებაზე მუცლადყოფნის პერიოდში, რა მნიშვნელობა აქვს ორსული ქალისთვის და ნაყოფის ჯანმრთელობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას, რა გავლენას ახდენს დედასა და მის ნაყოფზე ზოგიერთი მავნე ჩვევა, რატომ ზრდის მშობლებში ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება განვითარების სხვადასხვა დაზიანების მქონე ბავშვის დაბადების საშიშროებას.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეების ბიოლოგიის პედაგოგი თამარ მოსეშვილი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა სამხარაძე, ხოლო კლასის ხელმძღვანელი ქეთევან ლომაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება