სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანმა პედაგოგმა, ნანი ქარსელაძემ მოსწავლეებს თვალსაჩინოებებითა და აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი შესთავაზა
14-06-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო სასწავლო გარემოს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-10 კლასში მათემატიკის მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გაკვეთილი წამყვანმა პედაგოგმა, ნანი ქარსელაძემ ჩაატარა.

გაკვეთილზე ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული, გამოავლინეს საგნის სათანადო ცოდნა და ახალი მასალის შესწავლის ინტერესი.

მოსწავლეები მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ჯგუფურად, გაკვეთილის ყოველი წუთი საინტერესო აქტივობებით დაიტვირთა, გამოყენებული იყო მასწავლებლის მიერ შექმნილი თვალსაჩინოება და საინფორმაციო ტექნოლოგიებიც.

მოსწავლეებმა გამოავლინეს როგორც ურთიერთთანამშრომლობის, ისე პრეზენტაციის უნარები.

პედაგოგმა მაღალ სააზროვნო უნარებზე გამსვლელი დავალებაც მისცა კლასს, რომელსაც რამდენიმე მოსწავლემ კარგად გაართვა თავი.

მასწავლებელი დროდადრო აძლევდა განმავითარებელ შეფასებას მოსწავლეებს, ბოლოს კი ყველა მათგანი ობიექტურად შეაფასა განმსაზღვრელი ქულით.

„ნანი მასწავლებლის თავდაუზოგავი მუშაობა და სანიმუშო გაკვეთილი გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ ამჯერად იგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება არ ჩამორჩე დროს, აჯობო ასაკსაც და დადგე პირად ტკივილზე მაღლა.

გაკვეთილს სკოლის ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ, კერძოდ, დირექტორი მთვარისა ახვლედიანი და მათემატიკის კათედრის ორი წევრი, რომლებმაც კმაყოფილება გამოხატეს.

სკოლის დირექცია მადლობას უცხადებს ქალბატონ ნანი ქარსელაძეს, რომელიც ახერხებს, რთული საკითხის შესწავლაც გაუადვილოს მოსწავლეებს, თავის ცოდნა-გამოცდილებას უშურველად უზიარებს კოლეგებს და მუდამ მაღალი პასუხისმგებლობის მაგალითს აძლევს მათ!“, - წერია სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
„103-ე საჯარო სკოლა ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს კიდევ უამრავ წარმატებას!“

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება