| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა გამოცდები 6 ივლისს იწყება. წამყვანობისა და მენტორობის მსურველებისთვის კი პროფესიული უნარების გამოცდა 14 და 15 ივლისს ჩატარდება.
მასწავლებლებს სასწავლო წლის დასასრულს სკოლაში ბევრი სამუშაო აქვთ - ელექტრონულ ჟურნალში შეფასებების შეტანა, შემაჯამებლების დანიშვნა და გასწორება, მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგება და სხვა. სწორედ ამ მიზეზით პედაგოგებს საგამოცდო საკითხების დამუშავებისთვის დრო არ აქვთ. სტატუსის ამაღლების მსურველთა საგამოცდო პროგრამა კი საკმაოდ დიდ მასალას მოიცავს.
მასწავლებლები 15 ივნისს, სასწავლო წლის დასრულებას ელოდებიან, რომ საგამოცდოდ მოემზადონ, თუმცა ჩნდება კითხვები - „საიდან დავიწყო?“ „პირველ რიგში რომელი წიგნი წავიკითხო?“ „ნეტავ, რომელი თემებიდან იქნება უფრო მეტი კითხვა ტესტში?“ „როგორ მივიღო მაღალი ქულა?
წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა წელს პირველად ტარდება, შესაბამისად, რომელი საკითხიდან რამდენი კითხვა იქნება ტესტში, არავინ იცის, თუმცა გამოცდილი პედაგოგები, რომლებიც სხვადსხვა ტიპის გამოცდებს ხშირად აბარებენ, გამომცდელებს ურჩევენ პირველ რიგში, ის საკითხები დაამუშავოთ, რომელიც საგამოცდო ტესტში აუცილებლად დაგხვდებათ და რომლებიც უფრო მაღალ ქულას მოგიტანთ. ეს საკითხებია:
შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტში სულ 32 სხვადასხვა ტიპის დავალებაა გამოყენებული, მათგან: 22 - არჩევითპასუხებიანი და 2 - შესაბამისობის დავალება; 8 კი - ღია დავალება (მათ შორის არის რეკომენდაციების შემუშავება, ფუნქციური წერა, სიტუაციის ანალიზი და სხვა).
გამოცდის ხანგრძლივობა 4 საათია. წამყვანობის მსურველმა ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი ანუ მინიმუმ 43 ქულა უნდა დააგროვოს, მენტორობის მსურველმა კი - ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი ანუ მინიმუმ 53 ქულა.
იხილეთ ასევე: მასწავლებლების გამოცდა 6 ივლისს დაიწყება - დეტალური განრიგი
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი