სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უნდა დაიწყოს თუ არა ფუნქციური წერა მისალმებით? - როგორ შეფასდება ნაშრომი
04-06-2022
-
+


ფუნქციური/ანალიტიკური წერა სტატუსის ამაღლების მსურველთა საგამოცდო ტესტში ერთ-ერთი მაღალქულიანი დავალებაა.

ნამუშევარის შექმნას სწორად აგება სჭირდება, თუმცა პედაგოგებს შორის განხილვის საგანი გახდა - უნდა დაიწყოს თუ არა ფუნქციური წერა მისალმებით? ნიმუშებს შორის შეხვდებით ორივენაირ ნამუშევარს - როგორც მისალმებით, ასევე მისალმების გარეშე დაწყებულ ტექსტს.

შეიძლება ითქვას, რომ ფუნქციური წერა, ეს არის ოფიციალური წერილი, მას თავისი აგების სტილი და შეფასების კრიტერიუმები აქვს, შესაბამისად, მასწავლებლებს მოეთხოვებათ, ნაშრომი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ააგონ სწორად. მოთხოვნებში არსად არაა მითითებული ნამუშევრის მისალმებით დაწყება, თუმცა თავაზიანი ტონი კი აუცილებელია.

თუ დავალებად მოცემული იქნება წერილის მიწერა რომელიმე ორგანიზაციასთან და თქვენ ნამუშევარს მისალმებით დაიწყებთ, ამაში ქულა არ დაგაკლდებათ. არც იმ შემთხვევაში დაგაკლდებათ ქულა, თუ მისალმების გარეშე, პირდაპირ განსახილველ საკითხს დასვამთ და იმსჯელებთ.

სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგების ფუნქციური წერის ნამუშევრები V კრიტერუმით შეფასდება. ესენია: მოთხოვნის ჩამოყალიბება, მსჯელობის დასაბუთება, ნაშრომის აგება, სტილი და ლექსიკა, სინტაქსი, მორფოლოგია და პუნქტუაცია.

ფუნქციური წერის დროს შესავალს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჯერ მკითხველს შეუქმენით წარმოდგენა იმ საკითხზე, რომელთა დასმასა და განხილვას აპირებთ, შემდეგ კი მოთხოვნა ნათლად და მკაფიოდ, არგუმენტირებულად ჩამოაყალიბეთ. ასევე ყურადღება ექცევა ნაწერის სტრუქტურულად გამართულობას, აზრები თანამიმდევრულად უნდა იყოს გადმოცემული, მსჯელობა კი - ლოგიკური. გარდა ამისა, ეცადეთ, ნაშრომი ლექსიკურად მდიდარი იყოს და არ დაუშვათ სინტაქსური, მორფოლოგიური და პუნქტუაციური 10-ზე მეტი შეცდომა.

იხილეთ ასევე: რას ნიშნავს ფუნქციური წერა და რა უნდა გაითვალისწინონ მასწავლებლებმა სტატუსის ამაღლების გამოცდაზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება