სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სიცოცხლით სავსე, სახალისო და „გემრიელი“ გაკვეთილი - რუსთავის N3 სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, ყურძნის ჯიშები შეისწავლეს
16-10-2025
-
+


რუსთავის N3 საჯარო სკოლის VI (რუსული სექტორის) კლასის მოსწავლეები კიდევ ერთხელ გამოირჩნენ აქტიური ჩართულობით, პასუხისმგებლობითა და შემოქმედებითობით. საგან „ჩვენი საქართველოს“ კომპლექსური დავალების თემამ - „ყურძნის ჯიშები“ - ბავშვებს მისცა შესაძლებლობა ცოდნა პრაქტიკად გადაექციათ.

სამ გუნდად დაყოფილმა მოსწავლეებმა საუცხოო პრეზენტაციებით წარმოადგინეს საკუთარი კვლევის შედეგები, თავიანთი ძალებით შესწავლილი ყურძნის ჯიშების შესახებ.

გაკვეთილი გამოვიდა სიცოცხლით სავსე, სახალისო და „გემრიელი“ - სურნელოვანი ცოდნითა და სიყვარულით დატვირთული.

მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ყურძნის მრავალფეროვან ჯიშებს სჭირდება არა მხოლოდ გაფრთხილება, არამედ სიღრმისეული შესწავლა, რადგან თითოეულ მარცვალში იმალება ბუნების საოცარი მრავალფეროვნება და ადამიანის შრომის სითბო.

ასეთი გაკვეთილები ნათლად აჩვენებს, რომ როცა სწავლება ემოციითა და სიყვარულით მიმდინარეობს, შედეგიც განსაკუთრებულად ნაყოფიერია 

„გაკვეთილი, სადაც ცოდნა ყურძენივით ტკბილი იყო!“,- ასე აფასებენ გაკვეთილს სკოლაში და მოსწავლეებს კიდევ არაერთ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება