სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში იმყოფებოდნენ
08-06-2022
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი იმყოფებოდნენ. 

ეს მათთვის პირველი ექსკურსია იყო, რომელშიც მშობლებთან და კლასის მასწავლებლებთან ერთად ჩაერთნენ.

მოსწავლეებმა ამ გასვლითი ღონისძიებით ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. დღე სხვადასხვა საინტერესი აქტივობით იყო დატვირთული, რომლებში მონაწილეობითაც მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს.

მათი კლასის დამრიგებელი იამზე ფანცულაიაა.

„ერთი საინტერესო და სახალისო დღე ჩავწერეთ ოთხწლიანი ურთიერთობის მთავარ ფურცელზე.
ნიკო ნიკოლაძე, როგორც  ქართველი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, თავად საინტერესო არის იმ მხრივ, რომ მის სახელს უკავშირდება უამრავი სიახლის დანერგვა საქართველოში. ადამიანისა, რომლის ისტორიამ ჩემი პატარები ისე დააინტერესა, მუზეუმში გულდასმით უგდებდნენ ყურს გიდის ნაამბობს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურეს მუზეუმის ხელმძღვანელისგან.
დღე მრავალფეროვანი და სახალისო იყო იმ კუთხითაც, რომ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდა მშობლები. დაგეგმილი აქტივობები მშობელთა ჩართულობით განხორციელდა. და არა მარტო მშობლები, ღონისძიებაში მონაწილეობდა მასწავლებლები, რომლებმაც სხვადასხვა როლი მოირგეს და მუზეუმის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ფანცულაია, რომელიც ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო.
ბოლოს, ია მასწავლებელმა ბავშვებს სიურპრიზი მოუწყო. მის მირ დასმულ კითხვაზე სწორი პასუხის მიღების შემდეგ, მათ ამავე პასუხის დამადასტურებლად „ბანანები“ გადასცა.
დიდი მადლობა ღონისძიებაში მონაწილე ყველა ადამიანს: მშობლებს, მასწავლებლებს, მუზეუმის ხელმძღვანელს და მათ თანამშრომლებს, და რაც მთავარია მადლობა ჩემს პატარებს. მინდა წინსვლა და წარმატება ვუსურვო თითეულ მათგანს ცხოვრებაში“,- წერს კლასის დამრიგებელი იამზე ფანცულაია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება