სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუძლია თუ არა პირველი კლასის დაკომპლექტება დამრიგებელს - პასუხი აქტუალურ კითხვაზე
22-08-2022
-
+


 

სასურველ სკოლაში ელექტრონულად დარეგისტრირების შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებაში  მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო. მშობელთა უმრავლესობას კი, უკვე ჰყავს შერჩეული სასურველი მასწავლებელი და დირექციას თხოვნით მიმართავს, შვილი ჩაირიცხოს კონკრეტულ პედაგოგთან.

შეუძლია თუ არა პირველი კლასის მასწავლებელს კლასის დაკომპლექტება სასურველი მოსწავლეებით? - ამ კითხვით თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექციას მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ „სასურველი მოსწავლეების არჩევა ნიშნავს სხვა მოსწავლეების დისკრიმინაციას“.

„რა ნიშნით უნდა შეარჩიოს მასწავლებელმა მოსწავლეები? თუ გულისხმობთ მშობელთა მოთხოვნის საფუძველს, შესაძლებელია, დირექციამ გარკვეულწილად დააკმაყოფილოს მშობელთა თხოვნა და მართლაც ჩაირიცხოს ესა თუ ის ბავშვი სასურველ მასწავლებელთან, ასევე დასაშვებია თავად პედაგოგის თხოვნის გათვალისწინება, რომ რამდენიმე მოსწავლე, რომელიც სურს, ჩაირიცხოს მის კლასში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველი კლასის მასწავლებლებს უფლება აქვთ, თავად დააკომპლექტონ მთლიანი კლასი. სკოლებში, სადაც პირველი კლასის რამდენიმე მასწავლებელია, არჩევანის უფლების მინიჭება სიტუაციას ძალიან ართულებს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაკოლეგიალურია. მაგალითად, სკოლაში 3 პირველი კლასი უნდა დაკომპლექტდეს და აქედან მშობელთა დიდი მოთხოვნაა მხოლოდ ერთ პედაგოგზე, ასეთ დროს როგორ მოიქცეს დირექცია? დანარჩენი ორი პედაგოგი კლასის გარეშე დატოვოს? ან ვთქვათ, სამივე მასწავლებელი მოისურვებს, თავად აირჩიონ ბავშვები. ეს, სავარაუდოდ, ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევს, შეიძლება ერთი და იგივე მოსწავლე ორმა მასწავლებელმა მიიწეროს. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კლასებს დირექცია დააკომპლექტებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა გამონაკლისი შემთხვევები, მაგრამ კლასის დაკომპლექტება მოსწავლეების „გადარჩევით“ დაუშვებელია“, - განმარტეს სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მშობლებმა, რომლებიც შვილებს დაარეგისტრირებენ, სკოლაში საბუთები 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება