სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლამდელები - skolamdelebi.ge

ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ N5 განყოფილების სასკოლო მზაობის ჯგუფის პატარები გარემოს დაცვასა და სიყვარულს სკოლამდელი ასაკიდანვე სწავლობენ
02-06-2022
-
+


სკოლამდელ დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროცესის დროს სხვა საინტერესო თემებთან ერთად მნიშვნელოვანია აღმზრდელებმა გარემოსდაცვით საკითხებსაც დაუთმონ დრო. ინტერესი გაუღვიძონ პატარებს გარემოსა და ცოცხალი ორგანიზმების მიმართ. წაახალისონ ბავშვებში ისეთი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მათ დაეხმარებათ გარემოს შეცნობაში, მასთან ადაპტაციაში, ჯანსაღი და სუფთა გარემოს შენარჩუნებაში, ცოცხალ ორგანიზმებზე ზრუნვასა და ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებაში.

ეს ყველაფერი გათავისებული აქვს ჭიათურის „გაერთიანებული საბავშვო ბაღის“ მეხუთე განყოფილების სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელ თამარ მოსიაშვილს, რომელიც ყოველთვის ინტერესდება აღნიშნული თემით და თავის აღსაზრდელებთან ერთად ხშირად გეგმავს აქტივობებს ბაღის შიდა თუ გარე სივრცეში. ესაუბრება ბავშვებს ბიომრავალფეროვნებასა და მის მნიშვნელობაზე. რომ ბიომრავალფეროვნებისგან ვიღებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტებს, როგორიცაა; საკვები, სუფთა ჰაერი და ნაყოფიერი ნიადაგი.

პატარები ხშირად საუბრობენ წყლის მნიშვნელობაზე, იციან რომ დედამიწის დიდი ნაწილი წყლით არის დაფარული. ის რომ წყლის გარეშე ვერ იარსებებს ვერცერთი ცოცხალი ორგანიზმი, ამიტომ საჭიროა გავუფრთხილდეთ წყალს და არ დავაბინძუროთ ის. 

მეცნიერების ცენტრში პატარებს საშუალება აქვთ მიკროსკოპით დააკვირდნენ და ერთმანეთისგან განასხვაონ სუფთა და დაბინძურებული წყალი. მათი ინტერესის სფეროა ჩვენი პლანეტა დედამიწაც. გლობუსის საშუალებით სწავლობენ მის აგებულებას. ინტერესით აკვირდებიან დედამიწის შიდა ფენებს. მათი სურვილია, რომ დედამიწა სულ მხიარული იყოს და არასოდეს მოიწყინოს. სწავლობენ როგორ გაუფრთხილდნენ და მოუარონ მას.

„უდავოა, რომ თუ ჩვენი აღმზრდელები სკოლამდელი ასაკიდანვე ჩაუნერგავენ პატარებს გარემოსადმი დიდ სიყვარულს და გამოუმუშავებენ მისი მოვლის უნარ-ჩვევებს, ეს სამომავლოდ გაკეთებული დიდი საქმეა“,- აღნიშნავენ ჭიათურის „გაერთიანებულ საბავშვო ბაღში“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება