სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წონიარისის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა უმცროსკლასელებს ბავშვთა დაცვის დღის მნიშვნელობა გააცნეს
01-06-2022
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. მე-9 კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს გააცნეს ამ დღის მნიშვნელობა და მისი დაარსების მიზანი. ასევე განიხილეს თუ რა მდგომარეობაა ბავშვთა უფლებათა დაცვის მხრივ საქართველოში, რა კეთდება ჩვენთან იმისთვის რომ ბავშვების უფლებები სრულიად დაცული იყოს. დასახეს არსებული პრობლემების პრევენციის სავარაუდო გზებიც. პრეზენტაციის შემდეგ მათ ბავშვებს შესთავაზეს გართობა, რაშიც შედიოდა ცეკვა-სიმღერა. ბოლოს ბავშვებს გადასცეს წამახალისებელი სიგელები, რომლებმაც მეტი ელფერი შესძინა მათ ღონისძიებას.

„გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. დაე ყველა ბავშვს მშვიდობიან და ფერად სამყაროში ეცხოვროს. 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1950 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის არის საქართველოც“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება