სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებელთა ტრენინგების მიმართულებითაც იქნება ცვლილებები“ - მანანა რატიანი
21-03-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებებია. 

ცვლილებებზე მასწავლებლის სახლი მუშაობდა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ის ძალაში შევა. 

თუ რა ცვლილებები შევიდა სქემაში - ამის შესახებ პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრობს. 

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა 2015 წლიდან ამოქმედდა. ჩვენ დაგვჭირდა გარკვეული დრო იმისათვის, რომ დაკვირვებოდით პროცესებს, შეგვესწავლა ეს ყველაფერი. ამას ვუწევთ მონიტორინგს. ჩვენ გვაქვს უკუკავშირი სკოლებიდან, დირექციიდან, ტრენინგ-კონსულტანტებისგან, შეფასების ჯგუფის წევრებისგან. ამას ანალიზს ვუკეთებთ და ვცდილობთ, გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ. პირველი ცვლილება შევიდა ერთი წლის წინ და ახლა უკვე მეორე ცვლილების დროც მოვიდა,“ -  აღნიშნავს მანანა რატიანი. 

პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით მოხდება: 

„პირველი მიმართულება
არის პროცედურების გამარტივება. გარკვეული კრედიტქულების ასახვა მასწავლებლებისათვის ავტომატურად მოხდება. ამით „ქაღალდომანია“ მოიხსნება. უფრო მეტი უფლებამოსილება გადავა სკოლებზე და სკოლები ადგილზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს. 

ჩვენ გვაქვს სისტემაში 4 სტატუსი. მასწავლებლებს სტატუსის მოპოვების შემდეგ უნდა შეენარჩუნებინათ ეს სტატუსი. მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ მასწავლებლეს სტატუსი შეუნარუნდებათ და ისინი აღარ ჩამოქვეითდებიან.  

თუ მასწავლებელი გადაწყვეტს სტატუსი აიმაღლოს და წინ წავიდეს, მაშინ მან 32 აქტივობიდან უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი და დააგროვოს კრედიტები. ამ მხრივ არაფერი იცვლება. ცვლილებები არ მოადუნებს მასწავლებელს, არამედ პირიქით. მასწავლებელი დროში გადაანაწილებს თუ როდის და როგორ წავიდეს წინ, რა აქტივობებები დაგეგმოს.  
 
ასევე, შეფასების ჯგუფს მასწავლებლის აქტივობის შეფასების საშუალება არა მხოლოდ სასწავლო წლის ბოლოს, არამედ სემესტრულად ექნება.“ 

რაც შეეხება ტრენინგებს, მანანა რატიანის თქმით, ამ მიმართულებითაც იგეგმება ცვლილებები: 

„სისტემაში სხვადასხვა ეტაპი გვქონდა. იყო დეცენტრალიზაციის პერიოდი, როდესაც გარე პროვაიდერებიც ატარებდნენ ტრენინგებს. მასწავლებლებს ვაუჩერიც კი მიეცემოდათ იმისათვის, რომ გაევლოთ ეს ტრენინგები. შემდეგ ჩვენმა ცენტრმა აიღო ხელში მასწავლებელთა გადამზადების პროცესი და დღეს უკვე საუბარია ისევ დეცენტრალიცაზიის პროცესზე, ანუ უნდა მოხდეს გარეპორვაიდერების შემოყვანა. ეს ძალიან კარგი იქნება, მრავალფეროვანი არჩევანი ექნება მასწავლებელს და შესაძლებლობა ექნება, არა მხოლოდ ტრენინგ დასახელებებიდან ამოარჩიოს, რომელსაც ჩვენი ცენტრი სთავაზობს, არამედ განმახორციელებლებს შორისაც გააკეთოს არჩევანი. მასწავლებელი თვითონ აირჩევს მიმართულებას, რომელიც მისთვის საინტერესო იქნება. მასწავლებელი წლის დასაწყისში აკეთებს თვითშეფასებას, საკუთარი საჭიროებების ანალიზს და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მიმწოდებელი (ტრენინგების) მით უფრო სხვადასხვა მიმართულებით შეძლებს განვითარებას.“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შედის

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლის სახლი დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადებაზე ინფორმაციას ავრცელებს  

ცვლილება დეკრეტული შვებულების წესში - პედაგოგებისა და საჯარო მოხელეებისთვის რეგულაციები გამკაცრდა

„ისტორიის სამივე ვარიანტი რთულად უნდა გამოცხადდეს... კითხვები იყო ორაზროვანი“... - აბიტურიენტები ტესტირების შესახებ

ყალბი დიპლომი, სკოლების სარეაბილიტაციო  დოკუმენტაციების გაყალბება, ბაღებისთვის უხარისხო პროდუქციის შეძენა... -14 საქმეზე 28 პირი დააკავეს

ისტორიის გამოცდაზე დაგვიანებით შვიდი აბიტურიენტი მივიდა

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

სიხარულით, შემოქმედებითობითა და ემოციებით დატვირთული დღე შთამბეჭდავად წარიმართა

წირვის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ გიმნაზიელები დალოცა და მედლები გადასცა
 

ბავშვებმა სხვადასხვა საინტერესო ექსპონატი დაათვალიერეს, თავად ჩაერთნენ ცდებში და არაერთი საინტერესო აღმოჩენაც გააკეთეს

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება