სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შედის
16-03-2018
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შედის. პროექტზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუშაობდა, კონკრეტული რეკომენდაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტორს გაეგზავნა და მთავრობის დამტკიცების შემდეგ ძალაში შევა.

როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა Etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, ცვლილებები პედაგოგებს სქემაში მუშაობას გაუმარტივებს.

„ცვლილებები განხორციელებულია სქემის უფრო მოქნილ მექანიზმად გარდაქმნის მიმართულებით. გვსურს, გაადვილდეს როგორც სქემის მართვის კომპონენტი, ასევე მასწავლებელს გაუადვილდეს ამ სქემით სარგებლობა. მცირდება ბიუროკრატიული მექანიზმები. ეს კი უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს მასწავლებლებს.მაგალითად, როცა პედაგოგი ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კურსს (ტრენინგებს) გაივლის, მას აღარ მოუწევს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციების ატვირთვა eschool-ის სისტემაში. ჩვენი ცენტრის მიერ პირდაპირ აისახება ბაზაში.“

გიორგი მაჩაბლის ინფორმაციით, თუკი აქამდე 32 აქტივობისთვის  მასწავლებელს 68 დოკუმენტის წარდგენა სჭირდებოდა, ახლა ეს დოკუმენტები 40-მდე შემცირდა.

„მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზირებულ ინსტრუმენტებში შემცირდა თითეული აქტივობისთვის საწამოებელი დოკუმენტაციის რაოდენობა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 32 აქტივობისთვის იყო 68 დოკუმენტი განსაზღვრული, ახლა დარჩა 40.“

ცვლილებები უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. ამის შემდეგ კი ცვლილებების გაცნობის მიზნით, სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება