სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა
24-05-2022
-
+


თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლაში მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ მათი წარმატებით მომავალშიც იამაყებენ. 

„დაირეკა „ბოლო ზარი“. დღე, როდესაც 12 წლის მანძილზე დაგროვილი მოგონებები იღვიძებს. დღე, როცა ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებლებს... პირველ ნაბიჯებს დგამ დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ეს დღე სევდიანიცაა და სიხარულით აღსავსეც, ღიმილიანიც და ცრემლიანიც...
სკოლამ საზეიმოდ აღნიშნა "57-ე" გამოშვება.

ფერადი წარწერებით აჭრელებული პერანგებით შემოსილებს აცილებდნენ დირექცია, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, მასწავლებლები და მშობლები. სააქტო დარბაზი საზეიმოდ იყო მორთული. მოსწავლეებმა გაიხსენეს სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები. კურსდამთავრებულებს მიესალმნენ: სკოლის დირექტორი - გიული ზაქაიძე, ქალაქის მერი გიორგი წიკლაური, კლასის დამრიგებელი მარინე რამაზაშვილი, მშობლები და მასწავლებლები. სკოლის დამთავრება მიულოცეს I და XI კლასის მოსწავლეებმაც. ყველა გამომსვლელის სიტყვაში იგრძნობოდა დიდი სითბო და სიყვარული. დაე, წარმატება იყოს მუდამ თქვენი მეგზური!“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...

ხედვის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა - დოკუმენტაცია 27 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოაწესრიგოთ

აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები
მოსწავლეთა წარმატების აღსანიშნავად კლასის დამრიგებელმა მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა და მიღწეული შედეგები მიულოცა

ფორუმზე მოსწავლეები წარადგენენ სამეცნიერო ნაშრომებს სამ ძირითად მიმართულებაში

მსგავსი საგანმანათლებლო ვიზიტები მოსწავლეებს ეხმარება, უკეთ გაიაზრონ სახელმწიფოს ფუნქციონირება

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება