სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გააგრძელეთ განათლების მიღება, აკეთეთ კეთილი საქმეები, შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ“- თბილისის N142 სკოლის დირექტორის წერილი მეთორმეტეკლასელებს
19-05-2022
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლის დირექტორმა, ეკატერინე ენდელაძემ 2021-2022 სასწავლო წლის მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება განსაკუთრებულად და ამავდროულად, ემოციურად მიულოცა.

ეკატერინე ენდელაძემ ემოციური წერილი გაავრცელა, სადაც მეთორმეტეკლასელებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და მათი მომავლის ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო.

„ვულოცავ სკოლის კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან დღეს, სკოლის დასრულებას. ეს დღე ადამიანის ცხოვრებაში მართლაც დაუვიწყარია.

გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებულ საქმიანობას, არ დაივიწყოთ ცოდნა! გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები, იფიქრეთ მიღწევებზე და მოემზადეთ ცხოვრებისთვის.

გააგრძელეთ განათლების მიღება, აკეთეთ კეთილი საქმეები, შეცვალეთ სამყარო უკეთესობისკენ. საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაგეკარგოთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია...

იყავით მადლიერები, კაცთმოყვარენი, შეხედეთ მსოფლიოს კეთილშობილური თვალით და სიყვარულით.

მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო ყველა იმ მასწავლებლის მიმართ, ვისაც წვლილი მიუძღვის თქვენს აღზრდა-განათლებასა და მიღწევებში.

თქვენა ხართ ჩვენი იმედი ხვალის! დამილოცნია, დამილოცნია- ყრმობა, ბავშვობა და მომავალი! კიდევ ერთხელ გილოცავთ, მიყვარხართ!“, - წერია ეკატერინე ენდელაძის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება