სიახლეები
სამასწავლებლო

„სასურველია მშობლებმაც გაინაწილონ პასუხისმგებლობა“ - დირექტორები სამეურვეო საბჭოს შესახებ საუბრობენ
19-05-2022
-
+


სკოლის უმაღლესი ორგანოს, სამეურვეო საბჭოს არჩევნები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 20 ივნისს ჩატარდება. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან, როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითთმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენლები.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა 3 წლის ვადით ხდება.

საინტერესოა, რას ფიქრობენ დირექტორები სამეურვეო საბჭოს შესახებ, რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მისი ფუნქციონირება და ასევე, არიან თუ არა მშობლები პროცესებში აქტიურად ჩართულები.

Etaloni.ge სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა, რათა მათი კომპეტენტური აზრი მოგვესმინა:

სალომე აბრამიშვილი, პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამეურვეო საბჭოს თავისი განსაზღვრული ფუნქცია აქვს და სკოლის მართვაში აქტიურად მონაწილეობს. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, სამეურვეო საბჭოს არსებობა მნიშვნელოვანია. მშობლები პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები. ზოგადად მიმაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს სხდომების გამართვა დირექტორის მოვალეობაა, რადგან სკოლაში რაც მიმდინარეობს მშობელმა მაგალითად, არ იცის როდის შეიძლება სასკოლო სასწავლო გეგმა შემუშავდეს; აქედან გამომდინარე, დირექტორმა უნდა მოიწვიოს სხდომები. თუკი, დირექტორი ამ მიმართულებით აქტიური არ იქნება შესაძლოა, მშობელმა აქტიურობა ვერც გამოიჩინოს. აქვე დავამატებ, რომ საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციაც განმსაზღვრელია, რადგან ის მართავს სხდომებს და თუ ის აქტიური იქნება დირექტორსაც არ ექნება მოდუნების საშუალება.

მშობლები ყოველთვის არიან მზად სასკოლო ცხოვრებაში ჩაერთონ. საბჭოში 3 მშობელია წარმოდგენილი და საფეხურების მიხედვით ისინი სხვა მშობლებთან კომუნიკაციას ამყარებენ. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ სკოლაში, რომლებშიც მშობლები მონაწილეობდნენ. მშობლებისგანაც მოდიოდა გარკვეული ინიციატივები. მათი უშუალო მონაწილეობით საქველმოქმედო აუქციონიც კი გაიმართა.

მზია ქორიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერის საჯარო სკოლის დირექტორი:

როგორც არჩევითი რგოლი, სამეურვეო საბჭოს არსებობა მომწონს და ჩვენს სკოლაში მას საკმაოდ გონივრულად ვიყენებთ. საბჭოს წევრები აქტიურობენ ბიუჯეტის ცვლილებაზე, დამტკიცებასა და სხვა მრავალ საკითხზე. მოსწავლეებიც ყოველთვის არიან ჩართულები. სამეურვეო საბჭო ვფიქრობ, უნდა იყოს, რადგან სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობა ისედაც ჭირს, აღნიშნული ორგანო კი მათ გააქტიურებას უწყობს ხელს, რასაც პირადად მე, მივესალმები.

ნარგიზა ტყეშელაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სკოლებში სამეურვეო საბჭო სასწავლო პროცესისა და სასკოლო ცხოვრების წარმართვისთვის აუცილებელია და ჩვენთან ამ მხრივ კარგი მდგომარეობაა. საბჭოს ფუნქციონირება მით უფრო მცირეკონტიგენტიან სკოლებშია მნიშვნელოვანი, აქ სხვა პრობლემებია და რიგ საკითხებში, როგორებიცაა: ფინანსური, ინფრასტრუქტურული, სასკოლო ღონისძიებებისა და გასვლითი აქტივობების შესახებ აზრის შეჯერება აუცილებელია. მშობლები სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები.

მზია ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამეურვეო საბჭო სკოლებში აუცილებელიც კია. პირადად მე ძალიან მომწონს, რომ არჩევნები მიმდინარეობს და ერთიდაიგივე ადამიანი საბჭოში არასდროს ხვდება. სხვათა შორის, ძალიან მოტივირებული მშობლები არიან და არჩევნებს ელოდებიან. ჩვენ მათ ინფორმაცია მივაწოდეთ და ამ მხრივ, სკოლაში სერიოზული სამზადისია. საბჭო სკოლის მონიტორინგისთვის მნიშვნელოვანია, არ ვიცი, შესაძლოა სხვაგან მხოლოდ ფურცელზე იყოს, მაგრამ ჩვენს სკოლაში ასე არ ხდება. საბჭოს თითოეული წევრი ყოველთვის გვერდით გვიდგას და პროცესებში აქტიურად მონაწილეობენ.

ევა ბეგაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამეურვეო საბჭო სკოლაში საჭიროა, თუკი ის ნამდვილად იმუშავებს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უფრო დიდი ქალაქების სკოლებში მუშაობს. მართალია, აქაც არის მაგრამ ისეთი აქტიურობით არა, როგორც ქალაქის სკოლებში... ჩვენი ინიციატივა უფროა, რომ მშობლები სკოლებში მოვიზიდოთ, თუმცა არჩევნებშიც აქტიურად მონაწილეობენ და სხდომებსაც ესწრებიან. ვიცი, თბილისის სკოლებში სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლები სკოლებს ფინანსური და სპონსორების მოძიების კუთხითაც კი ეხმარებიან. ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის, მაგრამ როდესაც საჭიროა ყველაფერზე მოდიან და პროექტებში მონაწილეობენ. მოსწავლეებს რაც შეეხება, კი ისინი სამეურვეო საბჭოს სხდომებზე აქტიურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ უშუალოდ მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობაში კი არიან ჩართულები.

ვასილ ნიკოლაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვისურვებდი, სამეურვეო საბჭო უფრო ქმედით უნარიანი გახდეს და მშობლები სკოლის მართვაში უფრო მეტად ჩაერთონ. ჩვენთან პრობლემა მათ პასიურობაში მდგომარეობს და ეს ალბათ, მხოლოდ ჩვენი სკოლის რეალობა არ არის. ვისურვებდი, მათგან მეტი მხარდაჭერა, დაინტერესება იყოს და მშობლებმაც გაინაწილონ პასუხისმგებლობა. პედაგოგები, როდესაც სასკოლო ღონისძიებას გეგმავენ მშობლებისგან მართალია არის ხელშეწყობა, მაგრამ მათი ჩართულობა ძირითადად, მაინც ღონისძიებების კუთხით არის.

ნაირა მარტიაშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირება პირადად მე ძალიან მომწონს, სასკოლო ცხოვრებაში ყველა აქტიურად არის ჩართული, თუ რაიმე ღონისძიებები იგეგმება საკუთარ აზრს გამოთქვამენ და განსახორციელებლად შრომობენ კიდეც. აქტიურობა კი განსაკუთრებით სასწავლო წლის ბოლოს გამოსაშვები ღონისძიებებისას იზრდება. მშობლები ესწრებიან სხდომებს, აქტივობებს და საინტერესო წინადადებებიც შემოაქვთ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებიც ძალიან გვეხმარებიან და პროცესებში მონაწილეობენ.

ნათელა სიხარულიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის დირექტორი:

სამეურვეო საბჭო, რომ ვთქვა დიდი დატვირთვით მუშაობსო მართალი არ ვიქნები, მაგრამ სასკოლო ცხოვრებაში მისი არსებობა მნიშვნელოვანია. მშობლები ნაკლებად აქტიურობენ და მათგან წამოსული ინიციატივები ფაქტიურად უმნიშვნელო რაოდენობითაა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მშობელსა და სკოლას შორის კავშირი იმ დონეზე არ არის, როგორც საჭიროა. აქედან გამომდინარე, სამეურვეო საბჭო მშობლის სასკოლო ცხოვრებაში ჩასაბმელი ბერკეტია.

კარლო ცხომელიძე, გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, საბჭოს წევრებს მეტი აქტიურობა სჭირდებათ. არ არიან მოწოდების სიმაღლეზე, რადგან მშობელთა ჩართულობა ნაკლებია. ვფიქრობ, სამეურვეო საბჭოს სკოლაში ფუნქციონირება აუცილებელიც კია. ის საკითხები, კი რაც საბჭოს დებულებაშია გაწერილი არაფერს შევცვლიდი, რადგან ყველა საჭირო საკითხი მაქსიმალურად გათვალისწინებულია.

კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
გამარჯვებისთვის ერთმანეთს დმანისის 11 სკოლის 55 მოსწავლე ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
სიახლეები
რესურსცენტრის უფროსობის მსურველებისთვის გასაუბრებები 13 მაისიდან დაიწყება - დეტალები
პასკის ცხობა წითელ პარასკევს დაუშვებელია - როდის მზადდება სააღდგომო ტკბილეული
დიდი ხუთშაბათი - საიდუმლო სერობის, ზიარებისა და მოწაფის მიერ მაცხოვრის გაცემის წინასწარმეტყველების დღე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
ღონისძიება მუსიკის მასწავლებლის - ნათია ბაუჟაძის მომზადებულმა სიმღერებმა კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა
აღსანიშნავია, რომ თითოეული მოსწავლე შესაბამის ფორმაში გამოეწყო და შეჯიბრმა წარმატებით ჩაიარა
შიდა სასკოლო ტური გაიმართა, რომელშიც მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ
მოსწავლეები პასუხობდნენ წამყვანის მიერ დასმულ ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარებზე გათვლილ კითხვებს
მრავალფეროვან ღონისძიებებს შორისაა ქაული ენისადმი მიძღვნილი ღონისძება, სახელწოდებით - „სიყვარულის, ლექსების და ღმერთების ენავ“ 
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ახალქალაქის 44 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
2024 წლის „ახალქალაქის ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 47 გუნდი ეჯიბრება
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი დმანისს სტუმრობდა
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
სიახლეები
საზოგადოება