სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამის მიზანია ბაღის პერსონალის შრომის პირობების გაუმჯობესება
23-07-2022
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესწორებები შევიდა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა დამტკიცდა, რომელიც 783, 8 ათასი ლარით დაფინანსდება.

დღეის მდგომარეობით დმანისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 9 საბავშვო ბაღი და დამატებით რეაბილიტაციის პროცესშია ერთი ბაღი - ქალაქ დმანისის N1, N2, N3 ბაღები, სოფელ განთიადის, სოფელ ჯავახის, სოფელ ვარდისუბნის, სოფელ სარკინეთის, სოფელ მაშავერასა და სოფელ გომარეთის საბავშვო ბაღები. მთლიანად სამსახურში დასაქმებულია 60 თანამშრომელი, მათ შორის 16 აღმზრდელი და 12 თანაშემწე, ხოლო ირიცხება 340 აღსაზრდელი, აქედან ბიჭი 172, გოგო 168. ააიპ „დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის“ დაქვემდებარებაში შემავალ საბავშვო ბაღებში დაწყებულია მზადება ავტორიზაციისათვის, რაც მოიცავს ბაღების რეაბილიტაციას, აღმზრდელ-პედაგოგების გადამზადებასა და ა.შ. ადგილობრივი სუბსიდია ხმარდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაღების შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ავეჯის განახლებასა და ა.შ. ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად იგეგმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში  მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგიის დახვეწა, ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა.

პროგრამის მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტის 2-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების  ხელმისაწვდომობა


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება