სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სად, რა და როგორ უნდა შეავსონ მშობლებმა - დეტალური ინსტრუქცია პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისთვის 
18-05-2022
-
+


პირველ კლასში მოსწავლეთა საყოველთაო რეგისტრაცია 24 მაისს იწყება. რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს და სკოლებს მოსწავლეთა მისაღები ადგილების რაოდენობა წინასწარ აქვთ განსაზღვრული. 

სასურველ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შვილის ჩარიცხვა მშობლებისთვის არც თუ ისე მარტივ დავალებას წარმოადგენს, რადგან მოსწავლის ამა თუ იმ სკოლაში ჩარიცხვა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად მოახერხებენ ისინი რეგისტრაციას.

იმისთვის, რომ საყოველთაო რეგისტრაციის პროცესს მომზადებულები შეხვდეთ, etaloni.ge გთავაზობთ, დეტალური ინსტრუქციას, თუ რა ეტაპები უნდა გაიაროთ პირველ კლასში მოსწავლის დასარეგისტრირებლად:

პირველ რიგში უნდა შევიდეთ საიტზე - registration.emis.ge


მოსწავლის პირადი მონაცემების შეყვანისას უნდა მიუთითოთ პირველკლასელის მოქალაქეობა, მისი პირადი ნომერი, სახელი, გვარი და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭიროთ ღილაკს „შემდეგი“;

რეგისტრაციის მეორე ეტაპზე შესაბამის ველებში უნდა მიუთითოთ ერთ-ერთი მშობლის (დედა /მამა/მეურვე) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“;


რეგისტრაციის მესამე ეტაპზე ჩამოსაშლელი ველების საშუალებით უნდა ამოირჩიოთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი და ცვლა. რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.



გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის.



იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციის გაუქმება გსურთ:



ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა, რომლის სკოლისთვის მიწოდება მშობლებს ელექტრონულად შეუძლიათ:

  1. მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  2. დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
  3. სკოლას უფლება აქვს დამატებით მოითხოვოს, მოსწავლის ფოტოსურათი და სხვა დოკუმენტაცია.
სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების სანახავად გადადით ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება