| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის ბიჯეტში, საკრებულოს დადგენილებით, ცვლილება შევიდა, რომელიც სკოლამდელი განათლების სისტემის მართვას, განვითარებას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობას გულისხმობს.
დოკუმენტიის მიხედვით, თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, გულისხმობს: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელებას, სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწას, სტანდარტების შესაბამის კვებით უზრუნველყოფას, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარებას, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალურ გამტარუნარიანობას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების შშმ პირებზე ადაპტირებას და სხვა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა, არსებულის რეაბილიტაცია, კაპიტალური შეკეთება, სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
ქვეპროგრამის მიზანია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომელშიც იგულისხმება: სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება, სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგის დახვეწა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა, აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღების ინფრასტრუქტურის (ეზო, შენობა, ინვენტარი და სხვა) განვითარება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა, არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა). ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება და სხვა ღონისძიებები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად